logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აკაკი ზოიძე: სააკაშვილის მიმდევრები მოღალატის იარლიყების მიკერებით, ორგანიზებულად „აბულინგებენ“ ნებისმიერს, რომელიც გაბედავს და გადაუხვევს აგვისტოს ომის ისტორიის მათ მიერ შეკოწიწებულ ვერსიას
აკაკი ზოიძე: სააკაშვილის მიმდევრები მოღალატის იარლიყების მიკერებით, ორგანიზებულად „აბულინგებენ“ ნებისმიერს, რომელიც გაბედავს და გადაუხვევს აგვისტოს ომის ისტორიის მათ მიერ შეკოწიწებულ ვერსიას
10:14 15.08.2019
"ნაცმოძრაობის და მისი სატელიტების გააფთრებულმა ფეისბუქ შეტევამ იმედის პროდიუსერებსა და ჟურნალისტებზე ამ არხზე კვირას გასული ფილმის: „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ გამო, კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ ეს დესტრუქციული ძალა არასოდეს არ აღიარებს და არ მოინანიებს საკუთარ დანაშაულებებს ამ ქვეყნის და ხალხის წინაშე, მათ შორის იმ დანაშაულებრივ შეცდომებს (?), რითაც ფაქტობრივად (და სწორედ ეს ფაქტებია მოყვანილი ამ ფილმში) და ნებსით, თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო რუსულ აგრესიას და ჩვენი ქვეყნის 20% ის ოკუპაციას, რომელიც დღემდე გრძელდება და უდიდესი ზიანი მოაქვს საქართველოსათვის"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.

"სწორედ სააკაშვილის და მისი გარემოცვის ქმედებებმა და ცეცხლთან უგუნურმა თამაშმა მისცა რუსეთს საშუალება დღემდე საკითხავი გაეხადა თუ ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, როდესაც ომი იყო ჩვენს მიწაზე და ამ ომის შედეგად ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20% და შესაბამისად ასეთი კითხვა საერთოდ არ უნდა არსებობდეს!

ნაცვლად იმისა, რომ ომიდან 11 წლის თავზე ჩვენს საზოგადოებას მისცენ საშუალება გაანალიზოს და გაიაზროს ამ ომის შეულამაზებელი ისტორია, რათა ყველამ ერთად შევძლოთ გამოვიტანოთ და მომავლისთვის გავითვალისწინოთ ისტორიის გაკვეთილები და ამის შემდეგ მოვახდინოთ სრული კონსოლიდაცია დეოკუპაციის და სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, სააკაშვილი და მისი მიმდევრები დღესაც ცდილობენ ომის თემა გამოიყენონ საზოგადოებაში დაპირისპირების დასიძულვილის დანერგვისათვის.

ფსევდოპატრიოტული აგრესიული რიტორიკით (და ზოგჯერ ბოდვით - მარტო კობი-გუდაური ჩქაროსნული მაგისტრალის პუტინის პროექტად გამოცხადება რად ღირს!) და ქვეყნის მოღალატის იარლიყების მიკერებით, ისინი მასობრივად და ორგანიზებულად „აბულინგებენ“ ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკურ ჯგუფს თუ მედია საშუალებას, რომელიც გაბედავს და გადაუხვევს 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის ნაციონალების მიერ შეკოწიწებულ ვერსიას.

საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ესოდენ მგრძნობიარე 2008 წლის ომის და ოკუპაციის თემის ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებით და საზოგადოებაში მუდმივად განხეთქილების შეტანის გზით, ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები კვლავ და კვლავ ოკუპანტი ქვეყნისა და ვლადიმერ პუტინის ინტერესებს უწყობენ ხელს და ზიანს აყენებენ არა ქართული ოცნების ხელისუფლებას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს და მკვეთრად აფერხებენ ჩვენი საზოგადოების შეკავშირებას ამ ქვეყნის გაძლიერების და გაერთიანების ეროვნული ამოცანების გარშემო.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული ჩვენგანი და არა მხოლოდ პოლიტიკოსები, კარგად გავიაზრებთ საფრთხეს და არ შევყვებით ამ დესტრუქციულ ძალას კიდევ ერთხელ საზოგადოების გახლეჩის იმ საბედისწერო პროცესში, რომელსაც შედეგად მხოლოდ ამ ქვეყნისათვის გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მოჰყვეს, როგორც სამწუხაროდ არაერთხელ მომხდარა ჩვენს უახლეს ისტორიაში"-აცხადებს დეპუტატი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა