ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრის
ლევან კობერიძის მიერ სოციალური ქსელის Facebook მეშვეობით გავრცელებული კომენტარი სიმართლეს არ შეესაბამება.
„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 ივლისს ლევან კობერიძემ სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირედა საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე წელს დაგეგმილი ძირითადი მიმართულებებისა და ღონისძიებების შესახებ. სადეპუტატო შეკითხვა შემდგომირეაგირების მიზნით გადაეგზავნა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებმაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებშიმოამზადეს სათანადო ინფორმაცია. ლევან კობერიძემ სამინისტროდან მიიღო როგორც სრულყოფილი ინფორმაცია ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის მხარდაჭერისძირითადი მიმართულებების შესახებ, ასევე დამატებით მას გადაეგზავნა პასუხი სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოდან.
სამწუხაროდ, ლევან კობერიძის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და დამახინჯებულადწარმოაჩენს სამინისტროს ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც კონკრეტულად მიზნად ისახავს: მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმისამოქმედებას, კერძო სექტორისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებისა და ღონისძიებების, ახალი მექანიზმების განვითარებასა და პროექტების განხორციელებას,მათ შორის მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინსებას, ასევე ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურისგანვითარების ხელშეწყობას. სამინისტრო სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით ასევე განახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისპროგრამას.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, სურვილის შემთხვევაში, ყურადღებით გაეცნოს ლევან კობერიძის შემხვედრ, განსხვავებულ ხედვებს და რეკომენდაციებს ტურიზმის სექტორში 20 ივნისის მოვლენების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების დასაძლევად“-აცხადებენ სამინისტროში.

















