logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიცვას
მამუკა ბახტაძე: ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიცვას
13:56 14.08.2019
საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, - ამის შესახებ საქართველოა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბაკურიანში, აგვისტოს ომთან დაკავშირებით"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა გორში 8 აგვისტოს დევნილებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომლებმაც საკუთარი სახლები ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დატოვეს.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ მათ შორის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც დგას თქვენი ტელევიზიის უკან, ამტკიცებდა, რომ თურმე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაწყებულა 2008 წელს. მე 8 აგვისტოს ვიყავი გორში და შევხვდი ჩვენს დევნილებს, რომლებიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში იყვნენ იძულებული, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი. როდის დაიწყო საქართველოს ოკუპაცია, ამაზე არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაცია. ამაზე პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი, რომ 90-იანი წლების დასაწყისში. რაც შეეხება 2008 წელს, ბუნებრივია ამისთვის რუსეთი ძალიან დიდხანს ემზადებოდა. ეს ყველაფერი იყო ძალიან ხილული. მე შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ, როგორ მზადდებოდა ინფრასტრუქტურა, რომ ეს ინტერვენცია განხორციელებულიყო. ეს განსაცდელი ერთ დღეში ციდან არ ჩამოვარდნილა. ამისთვის ემზადებოდნენ და ჩვენ გვქონდა 90-იანი წლების ძალიან მწარე გამოცდილება“ - განაცხადამამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, პრემიერმა უპასუხა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ 2008 წლის აგვისტოს ომი არა თუ არ აიცილა თავიდან, არამედ თავისი უპასუხისმგებლო პოლიტიკით გახადა შესაძლებელი ოკუპანტი ძალის მიერ საოკუპაციო გეგმის რეალიზაცია.

"ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები", - განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა