კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დებატები ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას გამართოს. ამის
შესახებ ივანიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი ამას არ დათანხმდება, ის მზადაა მმართველი გუნდის ნებისმიერ წევრთან გამართოს დებატები.
რაც შეეხება დებატებს სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ივანიშვილი აცხადებს, რომ ამას მხოლოდ „ლეიბორისტებთან“, „ქრისტიან-დემოკრატებთან“ და „ახალ მემარჯვენეებთან“ დათანხმდება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ აღნიშნული პარტიები ხელისუფლების ნაწილსა და ფსევდოოპოზიციას წარმოადგენენ.
„მზად ვარ, დებატებში დავჯდე აღნიშნულ პარტიებთან, ოღონდ იმ პირობით, თუ ისინი აღიარებენ იმას, რაც ხალხისთვის ისედაც ცნობილია - წარმოადგენენ ხელისუფლებას და მასთან თანამშრომლობენ“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, კოალიციის ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დებატებს არ აპირებს.

















