logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჩვენ თავში ჩაგვიჭედეს, რომ თუ წინა ხელისუფლების მიმართ კითხვებს და პრეტენზიებს გავაჟღერებთ, ამით მოწინააღმდეგის წისქვილზე დავასხამთ წყალს - ზვიად ავალიანი - POSTV ანალიტიკა (ვიდეო)
ჩვენ თავში ჩაგვიჭედეს, რომ თუ წინა ხელისუფლების მიმართ კითხვებს და პრეტენზიებს გავაჟღერებთ, ამით მოწინააღმდეგის წისქვილზე დავასხამთ წყალს - ზვიად ავალიანი - POSTV ანალიტიკა (ვიდეო)
12:01 09.08.2019
„ჩვენ თავში ჩაგვიჭედეს და ჩვენც დავიჯერეთ, რომ თუ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მიმართ კითხვებს და პრეტენზიებს გავაჟღერებთ, ამით მოწინააღმდეგის წისქვილზე დავასხამთ წყალს“ - ამბობს საკუთარ ვიდეობლოგში POSTV-ის ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი.

„აკეთებდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს იმისთვის რომ თავიდან აეცილებინა ომი და არ დაეშვა სამხედრო კონფლიქტი? - ეს არის ის მთავარი პოლიტიკური კითხვა, რომელსაც სვამს.

„თუ გადავხედავთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას 2004 წლიდან 2008 წლამდე დავრწმუნდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ წლებში არა მარტო არაფერი გაუკეთებია ომის თავიდან ასაცილებლად, არამედ პირიქით, ამ წლებში დასუსტდა ან ფაქტობრივად გაჩერდა ყველა ის სამშვიდობო ინიციატივა, რომელთა დახმარებითაც მანამდე ასე თუ ისე ხერხდებოდა მშვიდობის შენარჩუნება და კონფლიქტის კონტროლი, ხოლო თავად ხელისუფლების რიტორიკა ამ წლებში სრულიად არადიპლომატიური, კონფრონტაციული და უპასუხისმგებლო იყო, რაც ყოველთვის საფრთხის შემცველია განსაკუთრებით ისეთი პატარა და სუსტი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა“- ამბობს ზვიად ავალიანი.

მისი თქმით, უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ 2008 წლიდან დღემდე ჩვენ აგვისტოს კონფლიქტს ვუყურებთ არა საღი აზრის, ან ნაციონალური ინტერესების, არამედ ნაციონალური მოძრაობის გადასახედიდან და შესაბამისად, ვხედავთ მხოლოდ იმას, რაც ნაციონალურ მოძრაობას უნდა რომ დავინახოთ და ვლაპარაკობთ მხოლოდ იმაზე, რაზეც ნაციონალური მოძრაობა გვაძლევს ლაპარაკის უფლებას.

„მაგალითად, ჩვენ ვხედავთ ომის სცენებს, რუსულ ჯარს, ოკუპაციას, მოსკოვის მიერ კონფლიქტური რეგიონების აღარებას - მაგრამ ვერ ვხედავთ, უფრო სწორად კი საკუთარ თავს ვუკრძალავთ დავინახოთ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების შეცდომები და პასუხისმგებლობა მომხდარ კატასტროფაში

უცნაურია მაგრამ ჩვენ თავში ჩაგვიჭედეს და ჩვენც დავიჯერეთ, რომ თუ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მიმართ კითხვებს და პრეტენზიებს გავაჟღერებთ, ამით მოწინააღმდეგის წისქვილზე დავასხამთ წყალს, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება რომ სინამდვილეში შეცდომების დაცვა არის ყველაზე სახიფათო შეცდომა როგორც ადამიანისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის რადგან ვინც შეცდომას იცავს, ის აუცილებლად და არაერთხელ გაიმეორებს იგივე შეცდომას მომავალში” - ამბობს ზვიად ავალიანი.





ვიდეოს ბმული https://www.youtube.com/watch?v=R6vKDOZSec4&feature=youtu.be
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა