logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რუმინეთში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, ლატვიასა და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოებმა 2008 წლის ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლეს
რუმინეთში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, ლატვიასა და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოებმა 2008 წლის ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლეს
11:58 09.08.2019
რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთში, ბუქარესტის ეროვნული თეატრის წინ, ღია ცის ქვეშ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე -11 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა მოეწყო.

ასევე, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ნორვეგიაში საქართველოს საელჩოში რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტო- გამოფენა და მოკლე დოკუმენტური ფილმის „ცხოვრება მავთულხლართებთან ერთად“ ჩვენება გაიმართა.

ღონისძიებას ნორვეგიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნიდერლანდებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ, ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიის საზაფხულო კურსების სტუდენტებს უმასპინძლა. ელჩმა სტუდენტებს 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევის შესახებ.


7 აგვისტოს, ქ. ლიეპაიას წმინდა სამების ტაძარში, ლატვიაში საქართველოს საელჩოს და ლიეპაიას მერიის თანაორგანიზებით, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებისა და რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.



ღონისძიება ფონდის "ვია კულტურის" და საეიმას წევრის, დაცე ბლუკეს ინიციატივით გაიმართა.

გამოფენა, 2019 წლის 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.



ასევე, 8 აგვისტოს ეგვიპტეს არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 11 წლისთავთან დაკავშრებით პრესკონფერენცია გამართა.
საქართველოს ელჩმა მიმოიხილა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო ინტერვენციიდან 11 წლის შემდეგაც რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ალექსანდრე ნალბანდოვმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მდგომარეობასა და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დარღვევის მასშტაბებზე, რაც გამოიხატება ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლების დარღვევით.


ელჩმა აქვე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიმართულ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად ასპექტებსა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაზე. მოწვეულ ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ოკუპაციის 11 წლისთავთან დაკავშირებულ ფოტო-ვიდეო მასალებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილია ცალკეული ღონისძიებები, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ეხება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა