logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: "ნაციონალურ მოძრაობა” რჩება ძალად, რომელსაც შეუძლია "საკუთარი პოლიტიკური ინტერესის გამო რისკის ქვეშ დააყენოს სახელმწიფო ინტერესები
ირაკლი ჩიქოვანი: "ნაციონალურ მოძრაობა” რჩება ძალად, რომელსაც შეუძლია "საკუთარი პოლიტიკური ინტერესის გამო რისკის ქვეშ დააყენოს სახელმწიფო ინტერესები
10:56 09.08.2019
2018 წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა დაფიქსირებული. დღესდღეისობით, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო რეზოლუცია, რომელიც მიღებულია ამერიკის კონგრესის მიერ, რომელიც პირდაპირ სანქციებს უწესებს იმ პირებს და იმ ქვეყნებს და კრძალავს მათთან თანამშრომლობას, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ უჭერს მხარს,- ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაურბა.

მისი თქმით, ჩიქოვანის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა იყო და განაგრძობს საქართველოს გვერდით ყოფნას.

"2018 წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დაგმობილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

ევროპის საბჭოში უკვე გვაქვს ყოველწლიური გადაწყვეტილებები, სადაც ადამიანის უფლებებზეა საუბარი, რომელიც არის უპრეცედენტო, მხოლოდ ერთი იყო 2008 წელს, ამის შემდეგ, ევროპის საბჭოში ასეთი რაღაცეები არ ყოფილა და წელს უკვე ყოველწლიური გვაქვს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი კვლავაც უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს და საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტი წარმომადგენელი უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა.

დღესდღეისობით, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო რეზოლუცია, რომელიც მიღებულია ამერიკის კონგრესის მიერ, რომელიც პირდაპირ სანქციებს უწესებს იმ პირებს და იმ ქვეყნებს და კრძალავს მათთან თანამშრომლობას, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ უჭერს მხარს.

არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს არის რთული პროცესი. კარგად გვესმის, რომ ვუპირისპირდებით რფ-ს საგარეო გავლენებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს საკუთარ პარტნიორებთან ერთად, აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ვითარებაში, რომ ამ მიმართულებით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე არ ემუქრება" - ამბობს ჩიქოვანი.

პრემიერის მრჩეველმა ყოფილი ხელისუფლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ

საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას, პრაქტიკულად მეგობარი და მოკავშირე არ ჰყავს და ამის მაგალითად სააკაშვილის ინტერვიუ მოიყვანა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი "პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს ლიდერებს შეურაცხყოფა აყენებს.

ჩიქოვანის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა იყო და განაგრძობს საქართველოს გვერდით ყოფნას. მათ საქართველოში მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესი აქვთ, მაგრამ როგორც გამოჩნდა, "საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას, პრაქტიკულად მეგობარი და მოკავშირე არ ჰყავს". პრემიერის მრჩევლის თქმით, ამის ნათელი მაგალითი სააკაშვილის დღეს გამოქვეყნებული ინტერვიუა, სადაც მან "პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს ლიდერებს შეურაცხყოფა მიაყენა". ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ფერად რევოლუციებს გარკვეული ნდობა გააჩნდათ, თუმცა "2008 წლისთვის ყველა ხედავდა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და იყვნენ ადამიანები, რომელთა ნდობაც იყო ძალიან რთული. მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, 2012 წელს მნიშვნელოვანი შემოტრიალება მოხდა და "საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი, რომლის ნდობაც შეიძლება და რომელთანაც შეიძლება სტაბილურობაზე საუბარი და რომელსაც აქვს რეალური წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს, რომ მიღწეულ იქნას ქვეყნის მთავარი მიზანი - ქვეყნის დეოკუპაცია" - თქვა ჩიქოვანმა”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ არცერთ "წარუმატებელ თემაზე" პასუხისმგებლობა არ აუღია. ეს პარტია არ იცვლება და რჩება ძალად, რომელსაც შეუძლია "საკუთარი პოლიტიკური ინტერესის გამო რისკის ქვეშ დააყენოს სახელმწიფო ინტერესები და ხელისუფლება, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთის ფეერაციის საოკუპაციო გეგმების განხორციელებას, იგი ანტისაოკუპაციო ძალად ვერ მოგვევლინება"-განაცხადა ჩიქოვანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა