logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ხაინდრავა: რუსეთს ნამდვილად ჰქონდა ჩაფიქრებული ანექსია, რისი შესაძლებლობაც მისცეს სააკაშვილმა, ალასანიამ, გრიგოლ ვაშაძემ, უშიშროების საბჭომ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, ცეცხლი გაეხსნათ მძინარე ცხინვალისთვის
ხაინდრავა: რუსეთს ნამდვილად ჰქონდა ჩაფიქრებული ანექსია, რისი შესაძლებლობაც მისცეს სააკაშვილმა, ალასანიამ, გრიგოლ ვაშაძემ, უშიშროების საბჭომ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, ცეცხლი გაეხსნათ მძინარე ცხინვალისთვის
15:05 08.08.2019
"რუსეთს ნამდვილად ჰქონდა ჩაფიქრებული საქართველოს ოკუპაცია და განახორციელა კიდეც", – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რუსეთს ხელსაყრელი მომენტი სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუქმნა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი არა მარტო დამნაშავეები, არამედ მოღალატეებიც არიან, რადგან ეს რუსეთთან შეთანხმებული ქმედება იყო და ამის დასადასტურებლად არაერთი ფაქტი მაქვს. 2008 წლის ივლისში, ისევე როგორ 2007 წლისა და 2006 წლის ივლისში ჩრდილოეთ კავკასიაში ტარდებოდა სწავლება „კავკაზ 2008“. ეს წვრთნები ძალიან ფართოდ შუქდებოდა რუსულ პრესაში. ერთ-ერთ სამხედრო გაზეთში „წითელი ვარსკვლავი“ პირდაპირ იყო ნაჩვენები არა მარტო ამ ოპერაციის მსვლელობა, არამედ მიმართულებები, საიდან უნდა შემოსულიყო რუსული ჯარი საქართველოში, როგორ უნდა ემოქმედა საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ უნდა განეხორციელებინა ანექსია და აგრესია. ზუსტად ამ გეგმით იმოქმედა რუსეთის სამხედრო მანქანამ 58-ე არმიამ, რომელიც შემოვიდა აგვისტოს 8-ში, დღის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიაზე და განახორციელა ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, რუსეთს ნამდვილად ჰქონდა ჩაფიქრებული საქართველოს რეგიონების ცხინვალისა და აფხაზეთის ანექსია, ამას წყალი არ გაუვა, რადგან ამას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა და ელოდებოდა შესაძლებლობას.

„ეს შესაძლებლობა რუსეთს მისცა სააკაშვილმა, ალასანიამ, გრიგოლ ვაშაძემ და იმ უშიშროების საბჭომ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცეცხლი გაეხსნა მძინარე ქართული ქალაქისთვის. ეს ქართული ქალაქი არის ცხინვალი, სადაც ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, ზოგი არის ოსური წარმოშობის, ზოგი ქართული, ზოგი სომხური, ზოგი რუსული და ა.შ. მაგრამ ეს იყო საქართველოს ქალაქი, საქართველოს მოსახლეობა და ამ დამნაშავე სააკაშვილმა გასცა ბრძანება. გამთენიას ცეცხლი გაუხსნეს გრადებიდან ცხინვალის მოსახლეობას. ეს არის ფაქტი, ეს ფაქტი იცის მთელმა მსოფლიომ. ეს ფაქტი არის დაფიქსირებული უამრავ საერთაშორისო დოკუმენტებში. ეს ფაქტი დაფიქსირებულია ევრო საბჭოს და ეუთო-ს ასაბლეის მიერ, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ ცეცხლი გახსნა 7 აგვისტოს გამთენიას მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით. ამას ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა 7 აგვისტოს ტელევიზიით, მერე 8-ში.   

მერე პარლამენტის დადგენილება მიღებული 9 აგვისტოს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში შემოვიდნენ რუსი სამხედროები საქართველის ტერიტორიაზე, მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ სეპარატისტების მიერ ცეცხლის გახსნის საპირისპიროდ ჩვენ გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე. მეტიც ეს შეტევა განხორციელდა და თითქმის გვირაბამდე იყო მისული ქართული სამხედრო შენაერთები. აბსოლუტურად ქაოტური მოქმედებით დაახლოებით ოთხი ათასი კაცი იყო შეყვანილი ცხინვალის ქუჩებში. ამ ძალიან პატარა ქალაქის ვიწრო ქუჩებში, რისთვის იყო ეს გაკეთებული, არავინ იცის და ამიტომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ჩატარდება გამოძიება. ეს მთავრობა ჩაატარებს შემდეგი, თუ რომელიც ჩაატარებს, აუცილებლად ჩატარდება გამოძიება იმ დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რომელიც განხორციელებული იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიერ. ისინი უმკაცრესად დაისჯებიან ქართული კანონებით, ქართველი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო“, – განაცხადა ხაინდრავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა