logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ივანიშვილი  - ჩემსა და ბურჯანაძის შეხედულებებს შორის აბსოლუტური თანხვედრაა
ივანიშვილი - ჩემსა და ბურჯანაძის შეხედულებებს შორის აბსოლუტური თანხვედრაა
21:03 19.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი  საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს რაიმე თანამდებობა შესთავაზოს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბურჯანაძისა და მისი შეხვედრის შესახებ საუბრისას განუცახადა.

ივანიშვილის თქმით, ბურჯანაძესთან დღეს საინტერესო და ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდა, სადაც აფხაზეთთან დაკავშირებით მოვლენები გაიხსენეს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

„აბსოლუტური თანხვედრაა ჩვენს შეხედულებებში და ერთნაირად ვაცნობიერებთ დღევანდელ რეალობას. თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ის, რომ ჩვენ „სახალხო კრებიდან“ ორი საუკეთესო წევრი ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი მაჟორიტარ კანდიდატებად დავასახელეთ“ -განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ბურჯანაძესთან შეხვედრა რამდენჯერმე დაიგეგმა, თუმცა, დღემდე ვერ ხერხდებოდა.

„ხელისუფლებაში რა ადგილს დაიკავებს ნინო ბურჯანაძე, ამაზე ჯერ არ მიფიქრია, თუმცა, არც გამოვრიცხავ, ჩვენ შეიძლება მასთან ვითანაშრომლოთ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც“- აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.

რაც შეეხება აგვისტოს ომის შემდეგ ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს და ვლადიმერ პუტინთან ერთად აღლუმზე დასწრებას, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის მხრიდან ეს შეცდომა იყო.

„პირადად მე, არ მომეწონა, მაგრამ ადამიანებს პატარა და საშუალო შეცდომები უნდა ვაპატიოთ. ბურჯანაძეს ისეთი შეცდომა არ ჩაუდენია, რასაც მერაბიშვილი და სააკაშვილი ჩადიან, თუმცა, მე მზად ვარ მათაც მივუტევო ეს შეცდომები და ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არავითარი პოლიტიკიური დევნა არ იქნება“ -განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ბურჯანაძის მიმართ არსებობს კითხვები, თუმცა, მსუბუქი.

ფოტო გალერეა
ფოტო მასალის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისთვის
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა