logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან ნიკოლეიშვილი: უნდა  ვიცოდეთ  მოღალატეები,  რომლებმაც  ამ  ომამდე  მიიყვანეს  ჩვენი  ქვეყანა
ლევან ნიკოლეიშვილი: უნდა ვიცოდეთ მოღალატეები, რომლებმაც ამ ომამდე მიიყვანეს ჩვენი ქვეყანა
14:30 08.08.2019
„უნდა ვიცოდეთ მოღალატეები, რომლებმა ამ ომამდე მიიყვანეს ჩვენი ქვეყანა. ამ ომში გამოჩნდნენ ლაჩრები“, - განაცხადა ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ანალიტიკურ გადაცემაში „დისკუსია“.

„ქვეყანამ ომი წააგო, სააკაშვილმა კი შეძლო შემდეგ გარკვეული მანიპულაციები ჩაეტარებინა და კიდევ 4 წლით შეინარჩუნა ხელისუფლება. მეტიც, მან ეს წაგებული ომი არაერთხელ წარმოგვიჩინა მოგებულად და თავისი თავი გველვეშაპთან - რუსეთის დიდი ბოროტმოქმედი იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანად. რეალობა სულ სხვაა“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილი ამ ომის დაწყების ერთ-ერთი ფაქტორი იყო.

„ეს იყო ადამიანი, რომელმაც საფრთხე ვერ აიცილა. ომი რომ რუსეთმა დაიწყო და გუშინ არ დაუწყია ეს ომი საქართველოს წინააღმდეგ, ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ, შეეძლო თუ არა სახელმწიფის, ჩვენს პოლიტიკურ ელიტას ამ ომის საფრთხის აცილება. მე რომ მიკითხოთ, შეეძლო. იყო ბევრი მექანიზმი. ომი ყოველთვის არის ბოლო გამოსავალი, რომ საკითხი გადაიჭრას ასე თუ ისე. მან ეს ვერ შეძლო. მან არათუ ეს ვერ შეძლო, ბიძგიც კი მისცა იმას, რომ ეს ყველაფერი გაღვივებულიყო და ამ პროვოკაციაში შევსულიყავით. ამის შესახებ მას აფრთხილებდა მთელი საერთაშორისო საზოგადოება. რატომღაც ბევრს ჰგონია, ომის მოგება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. ამას სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მთელი რიგი პროცედურების განხორციელება და მობილიზაცია. აქ არ არის მხოლოდ რეზერვის მობილიზაციაზე საუბარი. ამას სჭირდემა უმთავრესი - საერთაშორის მხარდაჭერა. ასეთი მხარდაჭერა აუცილებელია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. მითუმეტეს, არ შემეშინდება ამის თქმა, როცა ისეთ უაზრობას აკეთებ როგორიც რუსეთთან ომია. მას საერთაშორისო მხარდაჭერაც არ ქონდა. როდესაც ეს ყველაფერი სახეზე გაქვს, არ გაქვს ამოწურული საერთაშორისო მექანიზმები, არ გაქვს გამოყენებული საერთაშორისო ტრიბუნა, არ კივიხარ მთელი მსოფლიოს გასაგონად რომ მიშველეთ რუსეთი რაღაც ცუდ ს აპირებს და პირდაპირ შედიხარ იმ ხაფანგში, რისი იმედი უნდა გქონდეს?“ - აცხადებს ნიკოლეიშვილი.

ექსპერტი იხსენებს, რა ხდებოდა ამის შემდეგ რუსთაველის გამზირზე.

„რუსთაველზე მომღიმარი სახით იდგა სააკაშვილი, მიუხედავა იმისა რომ მან მშვენივრად იცოდა რომ ომში დამარხცხდა. ის კმაყოფილი იყო იმით, რომ მის ხელისუფლება არ ჩამოიშალა და არ დაინგრა. მას საერთოდ არ ინტერესებდა რა მოხდა რეალობაში და რა ტერიტორიები დავკარგეთ ჩვენ“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა