logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: საქართველოს საკითხი და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა მაღალ პოზიციებზეა საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში
დავით ზალკალიანი: საქართველოს საკითხი და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა მაღალ პოზიციებზეა საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში
13:49 08.08.2019
„11 წელი გავიდა და, სამწუხაროდ, ოკუპაცია კვლავ გრძელდება. უფრო მეტიც, ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს და ამ ფონზე ჩვენ როგორც არასდროს, ისე ვართ ერთიანი, კონსოლიდირებული, საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ამაზე მეტყველებს ის, რომ თუნდაც დღეს, ჩვენთან ერთად არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები”, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს და განაცხადა, რომ საქართველო როგორც არასდროს, ისეთ მაღალ პოზიციებზეა საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში. მინისტრის განმარტებით, თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როგორც პარტნიორი წევრი ქვეყნებისგან, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაკეთდა მრავალი მხარდამჭერი განცხადება და ასევე მიღებულ იქნა არაერთი რეზოლუცია.

„პირველ რიგში,  მინდა, სამძიმარი გამოვხატო იმ ადამიანების და ოჯახების მიმართ, ვისი შვილებიც, ძმები, მამები დაეცნენ გმირულად ამ ტრაგიკულ ომში. ის მხარდამჭერი შეფასებები , რომელიც ჩვენ გუშინ და დღეს მოვისმინეთ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო როგორც არასდროს, ისე დგას საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ჩვენ, თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შევძელით ახალი ფორმატებიც კი გაგვეჩინა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მივიღეთ ახალი რეზოლუციები, მხარდამჭერი განცხადებები, როგორც პარტნიორი წევრი ქვეყნებისგან, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ეუთო, ევროკავშირი, გაერო, ერთიანია ჩვენს მხარდაჭერაში. აქტიურად ვიყენეთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატს, რომელიც მანამდე არასდროს არ ყოფილა გამოყენებული, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სამჯერ იყო საქართველოს საკითხი განხილული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ასევე სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატებისგან, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მხარდამჭერ აქტს, სადაც ძალიან მკაფიო შეფასებებია საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან განხორციელებული ქმედებების, მათ შორის ოთხოზორია, ტატუნაშვილის, ბაშარულის და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. „ტერმინი ოკუპაცია, ასევე არის დაფიქსირებული საქართველოს მხარდამჭერ საკანონმდებლო აქტში და აშშ-ს საბიუჯეტო კანონით სანქციები ეხებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც ფორმალურად თუ არაფორმალურად შეეცდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებთან რაიმე ურთიერთობის დამყარებას. ასე რომ, ჩვენ ხელისულება, დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა სამინისტრო , ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იყოს საკმაოდ მაღლა პოზიციებზე“,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა