logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კობა კობალაძე: იქნებ სახელმწიფომ არ ამოისუნთქა და კონკრეტულმა პოლიტიკურმა გუნდმა ამოისუნთქა?
კობა კობალაძე: იქნებ სახელმწიფომ არ ამოისუნთქა და კონკრეტულმა პოლიტიკურმა გუნდმა ამოისუნთქა?
12:27 08.08.2019
„რა სარგებელი ნახა ქვეყანამ ამ ომით და რა დანაკარგი განიცადა - უნდა გაკეთდეს შეფასება და ანალიზი. იქნებ შოთა უტიაშვილმა ჩვენზე უკეთესად იცის, რა ამოსუნთქვა იპოვა ქვეყანამ ამით? იქნებ სახელმწიფომ არ ამოისუნთქა და კონკრეტულმა პოლიტიკურმა გუნდმა ამოისუნთქა?" - განაცხადა უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებისას "ტვ პალიტრის" გადაცემაში „360°.

მისი თქმით, იმდროინდელი ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკაზე მორატორიუმი გამოცხადდა, თქვეს, რომ ყველა ერთად დაირაზმებოდნენ ქვეყნის სიძლიერისთვის, მაგრამ სარგებელი კვლავ კონკრეტულმა პოლიტიკურმა გუნდმა ნახა.

„ჩვენ არასდროს ვცდილობთ ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე. დღეს ვუყურებთ პროცესებს რომლებიც ვითარდება პარლამენტის წინ, სადაც ანტისაოკუპაციო ძალთა აქციები იმართება, მაგრამ იქ აღმოვაჩენთ სახეებს, რომლებიც 2008 წელშიც გარკვეულწილად პასუხისმგებელი იყვნენ ამა თუ იმ მიმართულებებზე, თუნდაც მათი ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მის შვილს, ზუკა ბერძენიშვილს ზაფხულის დასაწყისში აღფრთოვანებით მოუხსენებია მისთვის, რომ „ქვეყანა გეგმავს რაღაც პროცესების განვითარებას ცხინვალის მიმართულებით“; ან შოთა უტიაშვილის განცხადება, რომ თურმე ქვეყანამ ამოისუნთქა იმ პერიოდში - ეს ყველაფერი ხომ თვალთახედვის არეში ვითარდებოდა? ამ ყველაფერს ხომ ჩვენ ვუყურებდით?“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

მისი თქმით, დღეს გარკვეული პირებისგან კვლავ რიტორიკული განცხადებების მომსწერნი ვართ, იმის მაგივრად, რომ გაითავისონ თუნდაც რაღაცა მცირედი პასუხიმგებლობა იმ ომის დროს განვითარებულ პროცესებზე.

„ისინი ცდილობენ, აგვისტოს თვე იმისათვის გამოიყენონ, რომ საკუთარი თავი სხვა რაკურსით დაანახონ საზოგადოებას. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია მტერი გარეთ, შიგნით თუ საერთო ნაზავი იქნება. დღეს ხომ ფაქტობრივად კვლავ ვხდებით ისტერიკის დღის წესრიგის ჩვენდა უნებური მონაწილე?!„ - განაცხადა კობა კობალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა