logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გია აბაშიძე: სააკაშვილმა და აწ უკვე საჯაროდ "ამოსუნთქულმა" მისმა თანაგუნდელებმა წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს
გია აბაშიძე: სააკაშვილმა და აწ უკვე საჯაროდ "ამოსუნთქულმა" მისმა თანაგუნდელებმა წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს
12:04 08.08.2019
„შეკითხვა ვინ დაიწყო ომი არ საჭიროებს სხვადასხვა პასუხს. რასაკვირველია, რუსეთმა და ბუნებრივია ბევრად უფრო ადრე! ჩვენ ომს ვერ დავიწყებდით ჩვენივე ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ საბრძოლო მოქმედებებით მოვახდინეთ ომის პროვოცირება. საბრძოლო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილმა, რაც იყო პროვოკაცია“, - აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" აგვისტოს ომის თემა ჩარჩოში მოაქცია, რომლითაც სააკაშვილის ხელისუფლების მაშინდელი მოქმედებების შეფასება ან ნებისმიერი კრიტიკა უდრის 'ქვეყნის ღალატს'.

„სააკაშვილმა და აწ უკვე საჯაროდ "ამოსუნთქულმა" მისმა თანაგუნდელებმა წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს! სინამდვილეში საკმაოდ ძვირი გადაიხადა საქართველომ „ამოსუნთქვაში“. უნდა ითქვას, რომ 'ნაცმოძისთვის' რუსული საფრთხე იყო და დღემდე რჩება ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნების საშუალებად. რეალურად კი, არავინ ისე ეფექტურად არ შეუწყო ხელი რუსულ ოკუპაციას, როგორც სააკაშვილის პროვოკაციულმა პოლიტიკამ", - აცხადებს აბაშიძე.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუნდი პრაქტიკულად, შემოუძღვა 2008 წელს საქართველოში რუსულ არმიას და შემდეგ ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, ხელი მოაწერა საერთაშორისო რეზოლუციას, რომლის შესახებაც საზოგადებისთვის მაშინ ნაკლებად იყო ცნობილი.

აბაშიძეს მხედველობაში აქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), 2008 წლის ოქტომბრის მე-5 პუნქტი: ”ქართველი სამხედროების მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს, გაფრთხილების გარეშე, ცხინვალის დაბომბვის დაწყებამ ესკალაცია ახალ დონეზე გადაიყვანა, კერძოდ სიტუაცია ღია და ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა”.

სააკაშვილის "ამოსუნთქულებმა" დროულად არ მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს აგრესიის შეჩერების მოთხოვნით, საერთაშორისო საზოგადოებამ კი მიიღო ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომელიც ასევე მძიმედ აღწერს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობას.

"სააკაშვილის მეთოდი და უტიფრობა რომ უცვლელია, ეს არაა ახალი. ამჟამინდელი ხელისუფლებას აბრალებს იმას, რაც თავად გააკეთა. ოკუპაციის ავტორმა/თანაავტორმა ცინიკურად ანტისაოკუპაციო მოძრაობა შემოგვთავაზა. გავიხსენოთ რა უძღოდა წინ 2008 წლის ზაფხულის მოვლენებს. 2006-ში გვახსოვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დარტყმის ქვეშ მოქცევა, როცა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული პოლიტიკის გამო, ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთიდან გამოყარეს საბარგო თვითმფრინავებით, შეწყდა ვაჭრობა და რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენებმა ნახეს უდიდესი ზარალი, რაც ბუნებრივია, ისევ ჩვენს ქვეყანაზე აისახა, რადგან ამ ფულის დიდი ნაწილი ისევ საქართველოში შემოდიოდა. მანამდე კი, 2004-ში ექს-პრეზიდენტის იმპულსურმა პოლიტიკამ დაასამარა ქართულ-ოსური დაახლოების კურსი. სამშვიდობო პროცესი შეეწირა სააკაშვილის ამბიციას. ამ ზაფხულს გაბუნიას ტელემიმართვაზე აღარ შევჩერდები", - აცხადებს გია აბაშიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა