რუსთავში კოლიაცია „ქართული ოცნების“ აქცია უკვე დასრულდა. კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აქციის მონაწილეებს წვიმაში აქციაზე დასწრებისთვის
განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მაგრად დავდექით დღეს და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, განსაკუთრებული მადლობა და ცოტა ბოდიშიც კი, რომ წვიმაში დაგაყენეთ, მაგრამ უნდა გავიჭირვოთ, ცოტაც უნდა გავუძლოთ, პირველი ოქტომბერიც მოდის და მოემზადეთ გამარჯვებისთვის“ - განაცხადა ივანიშვიმა.
აქციაზე სიტყვით ივანიშვილთან ერთად, კოალიციის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური, ასევე, რუსთავის ახალგაზრდები გამოვიდნენ.
26-27 სექტემბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რაჭა-ლეჩხუმში ჩავლენ, ხოლო 2 სექტემბრს აქცია თელავში გაიმართება.

















