logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
 ანდრია გვიდიანი: იმ დროინდელი ხელისუფლება პროვოკაციებს წამოეგო, ვერ მოახერხა რაციონალური ნაბიჯების გადადგმა და ღია საომარ მოქმედებებში ჩაერთო
ანდრია გვიდიანი: იმ დროინდელი ხელისუფლება პროვოკაციებს წამოეგო, ვერ მოახერხა რაციონალური ნაბიჯების გადადგმა და ღია საომარ მოქმედებებში ჩაერთო
15:47 07.08.2019
„იმდროინდელი ხელისუფლება პროვოკაციებს წამოეგო, ვერ მოახერხა რაციონალური ნაბიჯების გადადგმა და ღია საომარ მოქმედებებში ჩაერთო“, - ამ სიტყვებით ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება.

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 11 წელი გავიდა - კიდევ ერთი ძმათა სასაფლაო, კიდევ ერთი მტკივნეულად ამოსვირინგებული დღე ყველა ქართველის მეხსიერებაში. მოუშუშებელი ტკივილი, რომელიც არასდროს წაიშლება და უკვალოდ ვერ გაქრება.

ომის შესახებ საუბრის დროს, ხშირად განხილვის საგანია, ვინ დაიწყო ომი, როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას, რომელი ნაბიჯი იყო სწორი თუ არასწორი და ა.შ. ბუნებრივია, ომი რუსეთმა დაიწყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დავიწყებდით.

ფაქტი ერთია, იმდროინდელი ხელისუფლება პროვოკაციებს წამოეგო, ვერ მოახერხა რაციონალური ნაბიჯების გადადგმა და ღია საომარ მოქმედებებში ჩაერთო. ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო არენაზე გააქტიურებულიყვნენ და აშკარა პროვოკაციებზე განგაში აეტეხათ, რვა აგვისტოს სააკაშვილმა ღიმილნარევი სახით ბედნიერად გვაუწყა, რომ ქართული ჯარების შენაერთები სრულად აკონტროლებდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას (ჯავის გარდა). https://www.youtube.com/watch?v=AxIVuSF8Wss

სწორედ მიხეილ სააკაშვილი ჰალსტუხის ღეჭვამდე გულზე მჯიღის ცემით საზოგადოებას აუწყებდა, რომ მან შექმნა ისეთი სახელმწიფო, რომელიც რეზისტენტული იყო რუსეთის იმპერიის წინაშეც კი.

სამწუხაროდ, სააკაშვილის ინფანტილურმა და წინდაუხედავმა ნაბიჯებმა მრავალი წლით გადადო ერის გაერთიანების იდეა. საკუთარ უსაფუძვლო ამბიციებს გადააყოლა სახელმწიფო ინტერესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემდეგ ტაბუ დაადო აგვისტოს ომზე ღიად საუბარს.

აგვისტოს ომზე კითხვის დასმაც კი სამშობლოს ღალატის ტოლფასი გახადეს და ჩვეულ სტილში ნებისმიერი საკითხის წამოწევა მოღალატეობრივ ქმედებად შერაცხეს. დღეს ანტისაოკუპაციო ნიღბის მიღმა ის ადამიანები არიან, ვინც რეალურად გააფორმა ქვეყნის ოკუპაცია, ვინც თვლის, რომ აგვისტოს ომმა საქართველოს „ამოსუნთქვის საშუალება მისცა“ და ა.შ.

თუმცა, საბედნიეროდ, ნამდვილად არ ბნელა, ეს ქვეყანა „ჩალით არ არის დახურული“ და უკვალოდ არაფერი ქრება - ისტორია ყველაფერს ინახავს.

ტალიავინის დასკვნა: https://old.civil.ge/geo/article.php?id=21826

ღია საომარი მოქმედებები ცხინვალის დაბომბვით დაიწყო;

შეუძლებელია „მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს“ დაეკისროს;

საქართველოს მიერ ძალის გამოყენება გაუმართლებელია;

რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მიღმა ძალის გამოყენება გაუმართლებელია;

„ღია საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების წინააღმდეგ 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს. ოპერაცია ქართული მხარის მასიური საარტილერიო შეტევით დაიწყო“, - ნათქვამია ე.წ. „ტალიავინის კომისიის“ დასკვნაში.

„ეს იყო იმ მზარდი დაძაბულობის, პროვოკაციებისა და ინციდენტების კულმინაცია, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა“, - აღნიშნულია „ტალიავინის კომისიის“ დასკვნაში“. - წერს ანდრია გვიდიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა