logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით მათიკაშვილი: გმირების ხარჯზე არა საქართველომ ამოისუნთქა, როგორც ამის ჩვენებას და წარმოდგენას ოპონენტები ცდილობენ, არამედ ამოისუნთქა სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა
დავით მათიკაშვილი: გმირების ხარჯზე არა საქართველომ ამოისუნთქა, როგორც ამის ჩვენებას და წარმოდგენას ოპონენტები ცდილობენ, არამედ ამოისუნთქა სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა
15:09 07.08.2019
გმირების ხარჯზე არა საქართველომ ამოისუნთქა, როგორც ამის ჩვენებას და წარმოდგენას ცდილობს ჩვენი ოპონენტი ძალა, არამედ ამ გმირების სიცოცხლის ხარჯზე ამოისუნთქა სააკაშვილმა და სააკაშვილის რეჟიმმა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ყველაფერს გადააყოლებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი ხელისუფლება და ძალუფლება შეენარჩუნებინათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 11 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა დაარღვია, შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა სამხედრო ინტერვენცია, რასაც შედეგად ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად „აღიარება“ მოჰყვა. მათიკაშვილის შეფასებით, აღნიშნულს ნაყოფიერი ნიადაგი სწორედ მაშინდელმა “მოღალატეობრივმა პოლიტიკამ” შეუქმნა.

„საქართველო და ქართველი ხალხი ოკუპაციას არასდროს შეეგუება და მანამ, ვიდრე საქართველო იარსებებს, ჩვენი ვალი და ამოცანა ქვეყნის გამთლიანება იქნება, მშვიდობიანი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული წესითა და მეთოდით.

ამავდროულად, დღევანდელი დღე არის დასტური იმისა, თუ როგორ შეიძლება უპასუხისმგებლო და შეიძლება ითქვას, შედეგობრივად მოღალატეობრივი პოლიტიკითაც შექმნა იმის ნოყიერი ნიადაგი, რომ ხელისუფლების ყველა ფასად შენარჩუნების მიზნით არ მოახდინო საკუთარი სახელმწიფო ინტერესების პრევენცია უშიშროების და უსაფრთხოების კუთხით და მისცე საშუალება რუსეთსი განეხორციელებინა საუკუნოვანი ოცნება და შედეგად დამდგარიყო ის, რაც მოხდა 11 წლის წინ. ეს იყო ხელისუფლების არათუ მცდარი, არამედ შეიძლება, შედეგობრივად მას მოღალატეობრივი პოლიტიკაც დავარქვათ, რომელმაც 135 ქართული სოფლის მიტაცება და დამატებით ოკუპაცია გამოიწვია. სწორედ იგივე ხელისუფლებამ სულ რამდენიმე დღეში მხარი ევროსაბჭოს ისეთ რეზოლუციას დაუჭირა, სადაც არ იყო დადებითად წარმოდგენილი საქართველოს მხარე და ამ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ განცდილი დამარცხება რაოდენობრივად, რიცხობრივად, სამხედრო ძალითაც დიდ მტერთან მოენათლა ე.წ. გამარჯებად”,-აცხადებს მათიკაშვილი.

მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის უმთავრესი ამოცაანაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ტერიტორიული მთლიანობის დასაბრუნებლად და პატივი მიაგოს ქვეყანამ იმ გმირებს, ვინც საკუთარ სამშობლოს თავი შესწირა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა