logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილს და მის დამქაშებს პასუხი მოეთხოვებოდათ იმაზე, რომ მაქსიმალურად არ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რათა საქმე ომამდე არ მისულიყო
ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილს და მის დამქაშებს პასუხი მოეთხოვებოდათ იმაზე, რომ მაქსიმალურად არ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რათა საქმე ომამდე არ მისულიყო
14:46 07.08.2019
"სააკაშვილს და მის დამქაშებს, პასუხი მოეთხოვებოდათ იმაზე, რომ მაქსიმალურად გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ ომამდე საქმე არ მისულიყო” - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

2008 წლის აგვისტოს ომამდელ ვითარებაზე საუბრისას ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, 2008 წლის 7 აგვისტომდე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აფრთხილებდნენ მაშინდელ ხელისუფლებას და სწორედ წინა ხელისუფლებამ, მიიყვანა აქამდე.

„ის, რომ რუსეთს გამიზნული ჰქონდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ეს ცხადზე ცხადი იყო. ეს ყველამ იცოდა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აფრთხილებდნენ ჩვენს ხელისუფლებას და ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ 2008 წლის 7 აგვისტომდე, წინა ხელისუფლებამ, მიიყვანა საქმე ისე, როგორც მიიყვანა. მე მახსენდება 2003-2004 წლები, როცა სააკაშვილმა ჩაიბარა უკვე ხელისუფლება. ნამდვილად ვერ ვიტყვით იმას, რომ რუსეთს არ ჰქონდა გამიზნული ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, თავისი გავლენა ჰქონდა სეპარატისტებზე, მაგრამ მეტნაკლებად მიმოსვლა, გადასვლა და გადმოსვლა შესაძლებელი იყო. თუ არ ვცდები სააკაშვილი საარჩევნო კამპანიისთვისაც კი ჩავიდა ცხინვალში” - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
მისი თქმით, 2006-2007 წლებში, ჩვენ უკვე მივიღეთ დაძაბულობის და ესკალაციის სურათი და ამაზე პასუხის გასაცემად სერიოზული ანალიზია საჭირო. მისივე თქმით, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ რუსეთს განზრახული ჰქონდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და შორს მიმავალი საერთასორისო გეგმები ჰქონდა.

“დღეს, ნაციონალური მოძრაობა აპელირებს, რომ რუსი ოუპანტია. რუსი რომ ოკუპანტია ეს პატარა ბავშვმაც კი იცის. რად უნდა მაგას დიდი პოლიტიკური მსოფლმხედველობა. ფაქტია, რომ რუსეთს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, სამხედრო ბაზები აქვს იქ განთავსებული და ჩადის ყველა იმ დანაშაულს, რაც კი შეიძლება ამ შემთხვევაში ცუდი ხდებოდეს. ჩვენ პოლიტიკურ დებატებში ხშირად ვადანაშაულებთ ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას და უშუალოდ სააკაშვილს და იმიტომ კი არ ვადანაშაულებთ რომ რუსი ოკუპანტი არაა, რუსი ოკუპანტია, ყოვეთვის ოკუპანტად დარჩება. იმიტომ ვამბობთ ამას და ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ის პოლიტიკური ძალაა, თავისი სააკაშვილით და თავისი იმდროინდელი გუნდით, რომელსაც არ ეყო ელემენტარული საერთასორისო პოლიტიკურ სიტუაციის ანალიზი და ელემენტარული სწორი სწორი პოლიტიკის გატარების უნარი. მაშინდელ ხელისუფლებას, სააკაშვილს და მის დამქაშებს, პასუხი მოეთხოვებოდათ იმაზე, რომ მაქსიმალურად გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ ომამდე საქმე არ მისულიყო” - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა