logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა არეშიძე: ომი რუსეთმა დაიწყო, ოღონდ სააკაშვილმა უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა; მან იცოდა, რომ ხაფანგი იყო დაგებული და მაინც შეგნებულად გაჰყო ამ ხაფანგში თავი
მამუკა არეშიძე: ომი რუსეთმა დაიწყო, ოღონდ სააკაშვილმა უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა; მან იცოდა, რომ ხაფანგი იყო დაგებული და მაინც შეგნებულად გაჰყო ამ ხაფანგში თავი
14:33 07.08.2019
ომი რუსეთმა დაიწყო, ოღონდ მიხეილ სააკაშვილმა უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა, - ასე აფასებს 11 წლის შემდეგ აგვისტოს ომს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

როგორც არეშიძე ამბობს, 11 წლის შემდეგაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობები სტაბილურად მძიმეა.

„ვინ დაიწყო ომი?! - ეს სპეკულანტური კითხვაა, რომელშიც ორივე მხარე სცოდავს, როგორც ის, ვინც ამ კითხვას სვამს, ასევე ისიც, ვინც ამ კითხვას ატრიალებს სხვადასხვა კონტექსტში. ჩემთვის პირადად ნათელია და ყოველთვის ამას ვამბობდი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურად ვიყავი განწყობილი სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, ომი რუსეთმა დაიწყო, ოღონდ სააკაშვილმა უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა. მან იცოდა, რომ რუსეთი ომის დაწყებას აპირებდა, იცოდა, რომ ხაფანგი დაგებული იყო და მაინც შეგნებულად გაჰყო ამ ხაფანგში თავი - ეს უფრო დიდი დანაშაულია ვიდრე ის, რომ ომი დაიწყო.

ჩემთვის ეს კითხვა არასდროს არსებობდა და დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში არსებული კითხვა და გაუთავებელი სპეკულაცია არის ჩემთვის და საქმეში ჩახედული სხვა ადამიანებისთვისაც მიუღებელი და უსაგნო“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკურ წრეებში და მედიის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა სტაბილურად მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ვითარებას ესკალაციის ნიშნები არ ეტყობოდა და პირიქით, გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები და გარკვეული კომუნიკაციური ურთიერთობები შეიქმნა - ამას მაინც ვერ დავარქმევთ რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას, იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენთვის მყარად არის ქვეყანა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დაშლას შეუწყო ხელი და რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები.

რუსეთს საქართველოს მხოლოდ 20% არ აქვს ოკუპირებული, როგორც ამას ქართული მედია და პოლიტიკური ელიტა ამბობს, არამედ ბევრად უფრო მეტი, ვინაიდან ზღვის აკვატორიაც ოკუპირებულია. ასე რომ, რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაზე არ შეიძლება ლაპარაკი. ჩვენ გვაქვს სტაბილურად მძიმე ვითარება, ბოლო პერიოდამდე არ შეიმჩნეოდა დამძიმების ტენდენცია, თუმცა გავრილოვის ბოლო ვიზიტმა კიდევ უარესობისკენ შეცვალა რეალობა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამ ვითარებაში საქართველო-რუსეთს შორის არ შეიძლება არსებობდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა“, - დასძინა არეშიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა