logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ბერძენიშვილი: “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა" მარტო ერთ გენერალს არ წამოსცდენია, ამერიკულ პრესაშიც მოხვდა ეს სიტყვები 11 აგვისტოს
დავით ბერძენიშვილი: “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა" მარტო ერთ გენერალს არ წამოსცდენია, ამერიკულ პრესაშიც მოხვდა ეს სიტყვები 11 აგვისტოს
13:43 07.08.2019
„2008 წლის ივლისის ბოლოს ვარშავის უნივერსიტეტში ვიყავი კონფერენციაზე.

საქართველოში პოლონეთის ელჩმა იაცეკ მულტანოვსკიმ შემომთავაზა იქ წასვლა, ცალკე პროგრამასაც მოგიმზადებთო. იაცეკს და მის მეუღლე კინგას ელჩობამდე ვიცნობდი, ახლობლები არიან - პოლონეთის საელჩოს ზედა სართულიდან თუ მთლად სახურავიდან იღებდა 7 ნოემბრის დარბევას ( ზუბალაშვილის და ბესიკის კუთხეში იყო მაშინ საელჩო) და გამორჩეულად მკაცრი იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ, საჭიროების შემთხვევაში
იქვე, გრიბოედოვზე რესპუბლიკელების ოფისთანაც სასწრაფოდ გაჩნდებოდა...

ჰოდა, უარი ვერ ვუთხარი ვარშავაში წასვლაზე“-ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი წერს.

„კონფერენციაც საინტერესო იყო, ანჯეი ვაიდა და მისი "კატინიც" ვნახე....მაგრამ მთავარი მართლა იმ ცალკე პროგრამის ფარგლებში შეხვედრები აღმოჩნდა: 50/ 50- ზეა რუსეთთან საქართველოს ომის ალბათობაო, ასე ვვარაუდობთო. არ დავეთანხმე, საბაბს ჩვენი მოუთმენელი ხელისუფლებაც კი არ მისცემს მეთქი.

ვარშავიდან თბილისში ჩამოსულს გორიდან დაბრუნებულმა ზუკამ და მისმა მეგობარმა მიხომ მითხრეს - აგვისტოში ცხინვალში შევდივართო, მთელმა გორმა იცისო...მაშინაც არ დავიჯერე.

არადა, 7 აგვისტოც დადგა. წინა დღეებში ჩვენი ხელისუფალნი ოს სეპარატისტებს აბრალებდნენ ვითარების გამწვავებას, რუსები ვერ აკონტროლებენო. ეკა კვესიტაძის და ნინო ჯაფიაშვილის გადაცემაში მინისტრ იაკობაშვილის სიტყვები ახლაც კარგად მახსოვს( დაინტერესებულმა ადამიანებს ახლაც შეგიძლიათ ამ გადაცემის ნახვა, საინტერესოა).

" კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა" მარტო ერთ გენერალს არ წამოცდენია, ამერიკულ პრესაშიც კი მოხვდა ეს სიტყვები 11 აგვისტოს.... მაგრამ ეს არაფერს ცვლის - რუსეთითავს დაესხა საქართველოს და დაიწყო ომი და ოკუპანტია. ინტერვენციაც იყო და " მძინარე ცხინვალში ქართული ბომბებით 2000 მშვიდობიანი ოსის დაღუპვის" ამაზრზენი რუსული პროპაგანდაც.

მძიმე დღეა 7 აგვისტო. 08.08.08 კიდე საშინელი თარიღი. 9 აგვისტოს პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცება პარლამენტში - ერთი ახლა გადახედეთ ტექსტს მაშინდელმა დეპუტატებმა - არ მოგეწონებათ.
" 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში( !!!- დ.ბ.) რამდენიმე ასეულმა რუსულმა ტექნიკამ და სამხედრომ გადმოლახა საქართველოს საზღვარი" - ეს რამ დააწერინა (ვინც დაწერა) და როგორ ვერ მიაქციეთ ყურადღება( ვინც კენჭი უყარეთ)?

ტალიავინის მიმართ საყვედური არ გვეთქმის, უფრო პირიქით - ჩვენსკენ იყო.

ანწუხელიძემ და უამრავმა სხვა პატრიოტთა იხსნა მაშინ ქვეყნის ღირსება.

სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ისტორიის გადაწერის, კორექტირების საჭიროება არ გვაქვს“-წერს ბერძენიშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა