logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: მთავარ საკითხებზე საერთო განწყობა არის პოზიტიური. იმედი მაქვს, რომ სხვა საკითხებზეც შევძლებთ გვქონდეს მკაფიო კონსესუსი და მივაღწიოთ შეთანხმებებს
არჩილ თალაკვაძე: მთავარ საკითხებზე საერთო განწყობა არის პოზიტიური. იმედი მაქვს, რომ სხვა საკითხებზეც შევძლებთ გვქონდეს მკაფიო კონსესუსი და მივაღწიოთ შეთანხმებებს
16:45 06.08.2019
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გრძელდება. ჯგუფის წევრები მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ.

„გუშინ, ძალიან საინტერესო და გრძელი სამუშაო დღე გამოვიდა. განვიხილეთ თითქმის 18-მდე საკითხი და ინიციატივაა, რაზეც ჩვენ კიდევ მოგვიწევს მსჯელობა. თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც თქვენ დააყენეთ, რომელიც ჩაითვალა, რომ არის აქტუალური და რაზეც ელოდებით პასუხებს“,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხების საქმიანი განხილვა ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და საზოგადოების მეტად ინფორმირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან კარგია, რომ მედიის, ასევე საზოგადოების მხრიდან მოჰყვა საკმაოდ აქტიური დისკუსია თემებს, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან კარგი. ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია, კრიტიკული მოსაზრება, საქმიანი განხილვა ამ საკითხების, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს იმას, რომ ერთის მხრივ ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები ერთად, მეორეს მხრივ, საზოგადოებაშიც იყოს მაქსიმალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ და რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სამუშაო ჯგუფის წევრები დღეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობაზე, გამჭვირვალობასა და მონიტორინგის მექანიზმებზე იმსჯელებენ. დაგეგმილია ასევე მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული იმ საკითხებისა და პრინციპების განხილვა, რომელიც მედიასთან არის დაკავშირებული.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი, გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრაში პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებული კონსულტაციების რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა დღეს დასრულდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა