პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატის თინა ხიდაშელის განცხადებით, ნინო ბურჯანაძისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა
არ არის ის თემა, რომელზეც მან კომენტარი უნდა გააკეთოს.
„ბურჯანაძისა და ივანიშვილის შეხვედრის არც კადრები მინახავს და არც იმაზე მეტი ვიცი, რაც მედიის საშუალებით გავრცელდა, იმიტომ, რომ სამი კვირაა თბილისში არ ვყოფილვარ. ეს არ არის ის თემა, რაზეც მე უნდა ვილაპარაკო. ამ შეხვედრის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“ - განაცხადა ხიდაშელმა.
ამასთან, ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ კოალიციის მიერ რუსთავში დაგეგმილ აქციაზე დღეს როგორც ქვემო ქართლიდან ისე თბილისდანაც ჩავა ხალხი.
ხიდაშელის თქმით, აქციიდან წაღებული მუხტი კოალიციის წევრებს პოლიციის ძალადობასთან და „ნაციონალი გამგებლების თავხედობასთან“ გამკლავების ძალას აძლევს.

















