logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია უფრო მეტი საქმიანი დისკუსია და თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებს შორის
არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია უფრო მეტი საქმიანი დისკუსია და თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებს შორის
13:56 05.08.2019
„მივესალმები თქვენს ჩართულობას ამ პოლიტიკურ დიალოგში და მივესალმებით ცვლილებებს იმისათვის, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია, იყოს უფრო მეტი საქმიანი დისკუსია და უფრო მეტი თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებს შორის. იმისათვის, რათა პოლიტიკამ საქართველოში ჩვენი საზოგადოებისთვის საჭირო და უკეთესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება უზრუნველყოს“,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი, გაფართოებულ ფორმატში ტარდება. სამუშაო შეხვედრაში პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა მოახდინა წინა შეხვედრებზე გაჟღერებული წინადადებების და შეთავაზებების კონსოლიდაცია და შემუშავდა საარჩევნო კანონმდებლობაში წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეხვედრის მონაწილე სუბიექტებს შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე დაეგზავნათ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდის მიზანია, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები ფართო ჩართულობით განხორციელდეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და სარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს სამუშაო პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრები, ორი დღის განმავლობაში, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ იმსჯელებენ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს, ასევე, მონაწილე სუბიექტების მიერ წარდგენილ წინადადებებს განიხილავენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა