საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებს ბაირამობის დღესასწაულს ულოცავს და კეთილდღეობას უსურვებს.
მილოცვა „ფეისბუქის“ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„დღეს მუსულმანური სამყარო რამადანის დასრულებას ბაირამის დღესასწაულით აღნიშნავს. ვულოცავ ამ დღეს საქართველოს მუსლიმ თემს, ჩვენი საზოგადოების განუყოფელ და ძვირფას ნაწილს. ვუერთდები თქვენთვის მნიშვნელოვან დღესასწაულს და წარმატებას, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს ერთიან და ძლიერ საქართველოში“- ნათქვამია მილოცვაში.

















