„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ჩაჩანიძე ახალგაზრდებს შეხვდა.
გიორგი ჩაჩანიძისა და დიდუბის ახალგაზრდების ინიციატივით, დღესვე, ერთ-ერთი საკალათბურთო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
გიორგი ჩაჩანიძის თქმით, მნიშვნელოვანია ქალაქის ყველა უბანში სხვადასხვა სპორტული კომლექსი გამართულად მუშაობდეს, რათა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მოხერხდეს.

















