logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ კომენტარი გააკეთა
ლევან დავითაშვილმა სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ კომენტარი გააკეთა
00:02 03.08.2019
ლევან დავითაშვილმა სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ პროექტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

„როგორც იცით, სამინისტროში რეორგანიზაციის შემდეგ, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ „პროექტების მართვის სააგენტოს“ შეუერთდა და ჩამოყალიბდა „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“.

ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი პროექტები კოოპერატივების ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით, ეს უკავშირდებოდა მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების ოპტიმალურად გამოყენებას და ასევე, მეცხოველეობის განვითარებას. ეს პროექტი გარკვეული მოდიფიკაციით მთავრობამ დღეს დაამტკიცა. გარკვეული ცვლილებები შევიდა ასევე, კოოპერატივებისთვის რძის საკონსოლიდაციო ცენტრების ხელშეწყობის პროექტშიც.

ახალი ცვლილებების შედეგად, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას განახორციელებს, რომლებიც დაკავებული იქნებიან რძის გადამუშავებით. პროექტი დაეხმარება რძის გადამმუშავებელ საწარმოებს თანადაფინანსებასა და ჩამოყალიბებაში. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოების თანადაფინანსების ლიმიტი სახელმწიფოს მხრიდან 150 000 ლარი იქნება.

რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებში მესაქონლეობის განვითარების პროექტს, აქაც გვაქვს თანადაფინანსება, სადაც ერთ ბენეფიციარზე სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმუმ 60 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული.

მნიშვნელოვანია, რომ გამარტივდა პროცედურები და ყველა მსურველს და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შეუძლია „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ მიმართოს პროექტებში ჩართვისათვის.


ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ გამარტივებული პროცედურებით კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი გვეყოლება, რომელიც ისარგებლებს სახელმწიფოს თანადაფინანსების პროექტებით.

რაც შეეხება ახალ სააგენტოს, რეორგანიზაცია სრულად დასრულებულია. ახალი სააგენტო ეტაპობრივად ემზადება ევროპული აკრედიტაციის მისაღებად, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის საფუძველზე ევროპის მიზნობრივი ფონდებიდან თანხების მისაღებად.

გარდა ამისა, სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან სააგენტოში გადავიდა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ქსელი. ვფიქრობ, რომ გაერთიანებული სტრუქტურა უფრო მეტად ორიენტირებული იქნება ფერმერების საჭიროებებზე და სოფლის განვითარებაზე. ასევე, შეძლებს უფრო მოქნილი მექანიზმებით იმ პოლიტიკის აღსრულებას რაც სამინისტროს გააჩნია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა