logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საფრანგეთსა და ისრაელში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს
საფრანგეთსა და ისრაელში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს
17:51 02.08.2019
საფრანგეთის რესპუბლიკასა და ისრაელში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენელად თეა კატუკია, ხოლო ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლაშა ჟვანია დაინიშნენ.


თეა კატუკია 2012 წლიდან დღემდე გახლდათ ერთერთი უმთავრესი ფრანგული კვლევითი ცენტრის - საერაშორისო საფრთხეების პრევენციისა და ანალიზის ფრანგული კვლევითი გენერალური მდივანი.


2012 წლიდან დღემდე გახლდათ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე ფრანგული ჟურნალის „დიპლომატიას“ მთავარი რედაქტორი და პარალელურად ხელმძღვანელობდა ორ საერთაშორისო გამოცემას „Green Innovation“ და „Blue Innovation“. ანალიტიკურ გამოცემებში მისი საქმიანობა ასევე მოიცავს 2011-2012 წწ. პერიოდს, როდესაც იგი გახლდათ გენერალური მდივანი მედია ჯგუფის „Areion Group“, რომელიც ჟურნალ „დიპლომატიასთან“ ერთად გამოსცემს ცნობილ საერთაშორისო ანალიტიკურ გამოცემებს DSI, CARTO, MOYEN-ORIENT და სხვა.


2002 წელს თეა კატუკია შეუერთდა საფრანგეთის პანევროპულ კავშირს და ჩართული იყო ევროკომისიის ეგიდით ჩატარებულ საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროპის კავშირის გაფართოებას კანდიდატ ქვეყნებში. 2004-2011 წლებში იგი დაასახელეს საფრანგეთის პანევროპული კავშირის გენერალურ დელეგატად და ახორციელებდა სტრატეგიისა და განვითარების დაგეგმარებას ევროპარლამენტის საპარლამენტო პანევროპულ სამუშაო ჯგუფთან და საერთაშორისო პანევროპულ კავშირთან, აგრეთვე კოორდინირებას უწევდა დიდი საერთაშორისო ევროპული კონფერენციების ორგანიზებას.


2001-2002 წლებში გახლდათ ჟან მონეს სახელობის ასოციაციის მისიის ხელმძღვანელი და ორგანიზებას და მონიტორინგს უწევდა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებულ მაღალი დონის ფრანგულ-გერმანულ შეხვედრებს. 2000-2001 წლებში მუშაობდა საფრანგეთის მთავრობისა და ევროკომისიის მიერ დაფუძნებულ საინფორმაციო ცენტრში „ევროპული წყაროები“ (Sources d’Europe) და საქმიანობდა ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით.


2001 წელს წარჩინებით დაასრულა სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა, შემდგომ მან მუშაობა განაგრძო სორბონის უნივერსიტეტის ევროპული საჯარო სამართლის სადოქტორო ნაშრომზე ევროპული კონსტიტუციის შექმნის თემატიკაზე. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად პროფესიული საქმიანობა დაიწყო ევროპულ საკითხებში სპეციალიზირებულ მთავარ ფრანგულ კვლევით ცენტრებში. 1996 წლიდან დაიწყო სამართლის შესწავლა უნივერსიტეტ პარიზი-II-ში. მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაშიორწლიანი სწავლის შემდეგ, 1995 წელს სწავლა განაგრძო პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში.




ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია გახლავთ მდიდარი დიპლომატიური გამოცდილებით. 1995 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში, მათ შორის 2004 წელს გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე, შორის 2005-2008 წლებში ისრაელის სახელმწიფოში და კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ადრეულ წლებში დიპლომატიურ სამსახურში იგი საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს მესამე მდივნად, ასევე გახლდათ აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს მესამე მდივანი და დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივნად, ასევე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში პირველი მდივანი შემდეგ კი კონსული.


ლაშა ჟვანიას აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მაისამდე მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. 2008-2009 წლებში გახლდათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, 2002-2003 წლებში გახლდათ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 2002-2003 წლებში ანტიკორუფციული საბჭოს წევრი. 2008 წელს გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.


2009-2018 წლებში იყო საკონსულტაციო და ინვესტიციების მართვის კომპანია Global Uni Group, დამფუძნებელი.


2010 წლიდან დღემდე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს კულტურის, მეცნიერებისა და სულიერების აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის მთავარი მენეჯერი.


2004 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა