რუსთავში ჟიული შარტავას მოედანზე საავტომობილო გზა უკვე გადაიკეტა.
კოლაიცია „ქართული ოცნების“ აქციას სხვადასხვა რაიონებიდან
მხარდამჭერების კოლონები უერთდებიან.
ამ დროისთვის აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. კოალიციის აქტივისტები მოედანზე შეკრებილებს „ქართული ოცნების“ მაისურებს, გაზეთებსა და ფლაერებს ურიგებენ.
აქცია დღეს 19.00 საათზე დაიწყება.

















