პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებით, რუსთავის აქციაზე თეთრიწყაროდან და ბოლნისიდან ჩამსვლელებს
ტრანსპორტირების პრობლემა მას შემდეგ მოეხსნათ, რაც ის უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელს გიგა ბოკერიას დაუკავშირდა.
როგორც სუბარმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, თეთრიწყაროსა და ბოლნისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა დილიდან შეიზღუდა იმ მიზნით, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს აქციაზე ჩასვლა ვერ მოეხერხებინათ.
„ინფორმაციის მიღებისთანავე დავუკავშირდი გიგა ბოკერიას, რის შემდეგაც პრობლემა მოიხსნა“ - განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, დღესვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა ხელოვნურად შეამცირეს, თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
რუსთავში კოალიციის აქცია დღეს 19.00 საათზე დაიწყება. შარტავას მოედანზე რამდენიმე ასეული ადამიანი უკვე იმყოფება.

















