რუსთავში კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციისთვის მზადება დასრულებულია.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის რუსთავის
მაჟორიტარობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, სცენის და გახმოვანების მონტაჟი დასრულებულია და რამდენიმე წუთში მოედანზე გზა გადაიკეტება.
ძიძიგურის თქმით, დღეს აქციაზე სხვადასხვა რაიონიდან 3 000-მდე მხარდამჭერის ჩამოსვლას ელოდებიან.
„ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე სულ 20 000 ადამიანი ეტევა. იმედი მაქვს, დღეს ამ მოედანს გავავსებთ“ - აღნიშნა ძიძიგურმა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეებს გადაადგილებასთან დაკავშირებით ამ დრომდე პრობლემა არ შექმნიათ.
შარტავას მოედანზე რამდენიმე ასეული ადამიანი უკვე იმყოფება.
რუსთავში კოალიციის აქცია დღეს 19.00 საათზე დაიწყება.

















