საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანდრო ბარნოვი 2012-2013 სასწავლო წლიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს უხელმძღვანელებს.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ყოფილმა დეკანმა ნოდარ ბელქანიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ანდრო ბარნოვი დეკანის მოვალეობის შესრულებას 2012 წლის 15 აგვისტოდან შეუდგა.

















