logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს
12:28 01.08.2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს, ამ თანამდებობაზე დავით ფარცვანია დღეს დაინიშნა.

ფარცვანია ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ წარუდგინა.

ფარცვანიამ ამ თანამდებობაზე ირაკლი ჯიქია შეცვალა. ჯიქიასან ერთად თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე კიდევ ერთმა მოადგილემ კობა ქანთარიამ დატოვა.

,,რეგიონების განვითარება და მმართველობით სტრუქტურებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების ჩართვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ზუგდიდში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ დღეს სწორედ ასეთი, კვალიფიციური ახალგაზრდების ჯგუფი გვყავს მუნიციპალიტეტის სათავეში.

დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განხორციელდა ცვლილება და სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ დაინიშნა დავით ფარცვანია.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დავით ფარცვანიას აქვს, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. ყველგან, სადაც ის მოღვაწეობდა ხასიათდება დადებითად, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა ყოველთვის კეთილსინდისიერად და ამომწურავად, ის არის თავისი საქმის პროფესიონალი, ამდენად მინდა ვუსურვო წარმატებები.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ყოფილ მოადგილეებს ირაკლი ჯიქიას და კობა ქანთარიას ისინი მუშაობას სხვა სამსახურში გააგრძელებენ“, - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის წარდგენაზე.

,,მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო, საქართველოს მთავრობას და პირადად სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ ალექსანდრე მოწერელიას მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნისთვის.ეს შესაძლებლობა არის ჩემთვის დიდი შანსი, რომ ჩემს მშობლიურ რეგიონში მოსახლეობას მოვუტანო უფრო მეტი სიკეთე, რეალური ცვლილება და გუნდთან ერთად გავაუმჯობესო მოსახლეობის ეკონომიური და სოციალური მდგომარეობა“, - განაცხადა დავით ფარცვანიამ.

დავით ფარცვანია აქამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო, მანამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში, ასევე სხავდასხვა კერძო და საჯარო დაწესებულებებში.

დავით ფარცვანია, პროფესიით სამართალმცოდნეა, ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს ,,კავკასიის უნივერსიტეტში“, ხოლო სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ,,საქართველოს უნივერსიტეტში“. დავით ფარცვანიას ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში“ გავლილი აქვს პროფესიული პროგრამა აგრო ბიზნესის მენეჯმენტში. 2016-2017 წლებში, საჯარო პოლიტიკის მიმართულებით, პროფესიული განათლება მიღებული აქვს ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა