საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ფერისცვალების დღესასწაული მაღალმთიანი კურორტის ბახმაროს მაცხოვრებლებს მიულოცა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ბახმაროში დასვენება მხოლოდ ზაფხულში იყო შესაძლებელი, თუმცა, ახლა იწყება სათხილამურო კურორტის აშენება.
„აქ დასვენება ზამთარ-ზაფხულ უნდა იყოს შესაძლებელი. ნელ-ნელა ბახმარო ემსგავსება თანამედროვე კურორტს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ბახმაროსკენ უკვე გაყვანილია გზა, შენდება კულტურული და სავაჭრო ობიექტები.
წუხელ გვიან ღამით, სააკაშვილმა კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
პრეზიდენტი ბახმაროში დღეს ოჯახთან ერთად ჩავიდა და იქ გამართულ დოღსაც დაესწო.

















