„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა სამუშია თემქაზე მცხოვრებ ანსუპოვების
სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა.
სამუშიამ ოჯახის წევრებს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა, მათ საყოფაცხოვრებო პრობლემებს ადგილზე გაეცნო და „ქრისტიან-დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები წარუდგინა.
„მინდა ნაძალადევის მოსახლეობას მივულოცო ფერისცვალება, რადგან ეს დღე უმნიშვნელოვანესია სრულიად საქრისტიანოსთვის. არჩევნების დღე უნდა იყოს ფერისცვალება სწორედ ასეთი გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ამ ოჯახების კეთილდღეობაზე და არამარტო მიზერული სოციალური დახმარებით უზრუნველყოს, არამედ სამართლიანი ტარიფები დაუწესოს მათ“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

















