logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მარნეულში იმყოფებოდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მარნეულში იმყოფებოდა
16:46 28.07.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად, მარნეულში იმყოფებოდა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. არჩილ თალაკვაძემ, ამ კონტექსტში, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსების, ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პრიორიტეტულია ამ პროცესებში მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობა.

პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა მარნეულში, გარდაბანსა და ბოლნისში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც, რომლებსაც განათლების სისტემის დაფინანსების გაზრდასა და ამ მიმართულებით, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება არჩილ თალაკვაძემ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა და ახალი თაობის სათანადო, ღირსეული განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა. შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაიმართება.

მარნეულში გამართულ შეხვედრებზე, საუბარი შეეხო საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და იმ სიკეთეებს, რომლებსაც პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის 2020 წელს, არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარება მოიტანს. "ქვემო ქართლში, მარნეულში შევხვდი ადგილობრივ საზოგადოებას - ჩაი დავლიეთ და საქვეყნო საკითხებზე ვისაუბრეთ. ჩვენი ძმობა და ურთიერთობა ძვირფასია, სამშობლო და მომავალი გვაერთიანებს! ახალგაზრდებს პოლიტიკაზე, განათლების რეფორმაზე, დასაქმებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ვესაუბრე; აქვთ საინტერესო ინიციატივები, რასაც განვიხილავთ, როცა შემდეგ შეხვედრაზე პარლამენტში ვუმასპინძლებ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა