logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თალაკვაძე: საზოგადოებამ მოითხოვა, რომ 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე - ჩვენ საზოგადოების დაკვეთას ვასრულებთ
თალაკვაძე: საზოგადოებამ მოითხოვა, რომ 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე - ჩვენ საზოგადოების დაკვეთას ვასრულებთ
11:31 28.07.2019
„თუ ჩვენ ოპონენტების გზიდან ჩამოცილებას და ოპონენტებისთვის მომდევნო პარლამენტის ჩაკეტვას ვცდილობთ, მაშინ ლოგიკაში ვერ ჯდება, რატომ მივიღეთ პროპორციული არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება, რატომ ვთქვით უარი ჩვენსავე უპირატესობაზე და რატომ შემოგვაქვს ნულოვანი ბარიერი“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 1 წლის წინ, საკონსტიტუციო რეფორმის დროს მიიღო ხელისუფლებამ. შეიცვალა თარიღი და პროპორციული არჩევნები 2020 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა ის არგუმენტები, რის საფუძველზეც ხელისუფლება ახალ სისტემაზე გადასვლას 2024 წლისთვის უჭერდა მხარს რეალური და საფუძვლიანი იყო.

„ის არგუმენტები არ გამქრალა. უბრალოდ, ჩვენ გვესმის საზოგადოების ხმა და ვასრულებთ ხალხის დაკვეთას. არცერთ წინა ხელისუფლებას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია - ყველა მაშინ ითხოვდა, ოპოზიციაში როცა აღმოჩნდა. თუ ჩვენ გვინდა ვინმეს ჩამოცილება გზიდან, მაშინ ამ გადაწყვეტილებებს არ მივიღებდით არც შარშან და არც წელს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პროპორციული არჩევნების ჩატარების შედეგად საზოგადოება მიიღებს უფრო დაბალანსებულ სისტემას, საქმიან პოლიტიკას და უფრო მშვიდ პოლიტიკურ პროცესს.

„თქვენ ხომ ეჭვი არ გეპარებათ, რომ საზოგადოება ამ ცვლილებებს რომელიმე კონკრეტული ადამიანის შესაყვანად არ გვთხოვდა პარლამენტში? გაკვეთილები, რაც ისტორიამ გვასწავლა არის ის, რომ გვაქვს პოლარიზებული პოლიტიკური სისტემა, სადაც პოლიტიკოსები ჩხუბობენ, ხარჯავენ დიდ ენერგიას, ამ ყველაფერს უყურებს საზოგადოება და ხედავს, რომ ეს გადაწყვეტილებები მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ნაკლებად აისახება. ამიტომ მოგვთხოვა ჩვენ ხალხმა, გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, სადაც იქნება უფრო დაბალანსებული სისტემა, უფრო საქმიანი პოლიტიკა და უფრო მშვიდი პოლიტიკური პროცესი. ეს არის დემოკრატიული გადაწყვეტილება’,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა