logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რომან კაკულია: სანამ არ დასრულდება სხვადასხვა იდეოლოგიაზე მორგებული ტელევიზიების კონკურენცია, ჩვენ გვერდზე გვრჩება მთავარი მიზანი - საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი
რომან კაკულია: სანამ არ დასრულდება სხვადასხვა იდეოლოგიაზე მორგებული ტელევიზიების კონკურენცია, ჩვენ გვერდზე გვრჩება მთავარი მიზანი - საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი
14:05 24.07.2019
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია განცხადებას ავრცელებს და ახალი მფლობელის მიერ სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ისა და მისი მომხრეების მოთხოვნას პასუხობს.

რომან კაკულიას განცხადებით, არალოგიკურია ახალ მფლობელს მოსთხოვო იყოს არსებული იდეოლოგიის გამტარებელი, იმ პირობებში, როდესაც ერთ-ერთი პარტიის ლიდერი, რომელიც პრაქტიკულად მესაკუთრედ მოიაზრება, ამავე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ეს არის არა ტელევიზია, არამედ იდეოლოგია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მძლავრი ინსტრუმენტი.

„საზოგადოების განვითარების პროცესში მედიის როლი თუ ის არის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მას უნდა ჰქონდეს ყველა ტიპის ინფორმაცია. მაშინ გამოდის, რომ ასეთი ტიპის პრეტენზია ტელევიზიას, ნებისმიერს, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ამ შემთხვევაში. თუ ის ემსახურება საზოგადოების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ანუ, აწვდის მას ყველა ინფორმაციას და ამ შემთხვევაში შეიძლება მოითხოვო ახალი მფლობელისგანაც, რომ მან დაიცვას ეს მთავარი სტანდარტი მედიის დამოუკიდებლობის“, - აცხადებს რომან კაკულია.

კომიტეტის თავმჯდომარე თავის განცხადებაში ასევე განმარტავს კრიტიკული მედიის არსს და მისი არსებობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„აქვე უნდა შევთანხმდეთ და განვსაზღვროთ თუ რას ნიშნავს კრიტიკული მედია. კრიტიკული მედია ჩემი აზრით არის ის მედია, რომელიც მთავრობას უსვამს იმ შეკითხვებს, რომელსაც ის არასოდეს არ დაუსვამდა თავის თავს და ნებისმიერი პასუხგაუცემელი შეკითხვა, რომელსაც პასუხს ვერ სცემს მთავრობა, რა თქმა უნდა, მედიამ ძალიან ხმამაღლა უნდა გააჟღეროს. ასევე გასაგებია, მთავრობის მხარდამჭერები რა შეკითხვებსაც არ დასვამდნენ, ასეთი შეკითხვის დამსმელი მედიაც აუცილებელია საზოგადოების განვითარებისათვის და ამ შემთხვევაშიც თუ პასუხები არ არსებობს, აუცილებელია მედიამ ეს ხმამაღლა თქვას. მაგრამ კრიტიკულ მედიას ის ვალდებულებაც აქვს, თუ მის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი არსებობს, მოკრძალებულად ეს აღნიშნოს მაინც, რომ არსებობდა და გააგრძელოს შემდეგ თავისი კრიტიკული მიდგომა.

და ასეთ სივრცეში, როდესაც ამ გაგების კრიტიკული მედიები არ გვაქვს, ჩვენ ვღებულობთ პოლარიზებულ მედიებს.

ჩვენ, საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა ჩამოვაყალიბოთ, რას ვგულისხმობთ კრიტიკული მედიის ქვეშ, რასაც მხოლოდ მივესალმები და წარმოუდგენლად მიმაჩნია საზოგადოების, მთავრობის, ხელისუფლების მოღვაწეობა კრიტიკული შეკითხვების გარეშე, მაგრამ სანამ არ დასრულდება სხვადასხვა იდეოლოგიაზე მორგებული ტელევიზიების კონკურენცია, ჩვენ გვერდზე გვრჩება მთავარი მიზანი, საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი“, -აცხადებს რომან კაკულია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა