logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ქარელი: პირადად ვარ შესწრებული, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილმა პარიზში ამ ხელმოწერის ნიმუში მოიტანა და იქ მყოფ ადამიანებს ავარჯიშებდა
მიხეილ ქარელი: პირადად ვარ შესწრებული, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილმა პარიზში ამ ხელმოწერის ნიმუში მოიტანა და იქ მყოფ ადამიანებს ავარჯიშებდა
10:35 24.07.2019
ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის განცხადებით, ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა.

როგორც ქარელმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აღნიშნა, დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო, ხალვაშის გაყალბებული ხელმოწერაა დარტყმული.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის გაყალბებული ხელმოწერები. პირადად ვარ შესწრებული, როდესაც მან პარიზში ამ ხელმოწერის ნიმუში მოიტანა და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვა, გაეყალბებინათ მსგავს ხელმოწერაზე, გარკვეული ხნის განმავლობაში ის ავარჯიშებდა ამ ადამიანებს. მზად ვარ, როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს წინაშე ვთქვა ამ ადამიანების სახელები და გვარები.ერთ-ერთი ცნობილი ამ საქმეში არის იოსებ გიგუაშვილი – ირაკლი ოქრუაშვილის ბიძაშვილი. ეს მათი ხელწერაა. ასეთი საქმე მათ ჰქონდათ გორშიც, როდესაც ცდილობდნენ გაყალბებული ხელშეკრულების შექმნით სხვისი ქონების მითვისებას. საქმე ეხება ერთ-ერთ ოფისს გორში. ეს საქმე იყო პროკურატურაში და საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ ეს იყო გაყალბებული ხელშეკრულება.

ეს არის იშვიათი არსება, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ ადამიანი გაწიროს, ნებისმიერ ადამიანს ჩაარტყას ზურგში დანა, ნებისმიერ ადამიანს მოუგონოს ისტორიები და გაუვრცელოს, იჭორავოს. ეს იმდენად უზნეო, ბინძური და ამორალური ადამიანია, რომ ყველაფერზე წამსვლელია.

არც გამკვირვებია, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ის შანტაჟის ამ ფორმით წავიდა. მას არანაირი უფლება არ აქვს რომ „რუსთავი 2“-ის მიმართ პრეტენზია განაცხადოს, მით უფრო საკუთრების უფლებაზე. მას არანაირი წვლილი არ შეუტანია ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის შეძენაში“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა