logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილი - ყველაზე მოუთმენელი მე ვარ
მიხეილ სააკაშვილი - ყველაზე მოუთმენელი მე ვარ
18:58 18.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის პიაცაზე დღეს ახალი „ბუტიკ-სასტუმრო“ გახსნა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მისასალმებელია ბათუმში ქართული ინვესტიციებით, საერთაშორისო სტანდარტების ახალი ბრენდის შექმნა.

მისი თქმით, ახალი სასტუმროდან ძალიან კარგად ჩანს, როგორც ბათუმის მიღწევები ასევე, ბათუმის პრობლემებიც.

პრეზიდენტის განცხადებით, ის მოსახლეობისგან ბევრ წერილს იღებს.

„ხანდახან ასეთ რაღაცას მწერენ: - რაც ეს ანბანის კოშკი, რაც ქუთაისის პარლამენტი ან ახალციხის რაბათი დაგიჯდათ, არ ჯობდა ეს ფული სოფლებში ჩაგედოთ და გზა გაგეკეთებინათ? ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ მინდა ხალხს ვუთხრა, რომ ყველაზე მოთმენელი ვარ მე. ჩვენი საბოლოო მიზანი ყველა ადამიანის გაჭირვებიდან ამოყვანაა“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ნავთობისა და გაზის საბადოებზე არ ზის. საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც შემოსავალი უნდა გაუჩნდეს, ხშირ შემთხვევაში კი ხელოვნურადაც.

„ჩვენ მინუსიდან მოვდივართ. ამიტომ, თუ ჩვენ ანბანის კოშკს და იმ სილამაზეს არ ავაშენებდით, რაც აქ არის, არც ტურისტი ჩამოვიდოდა. ფაქტია, რომ წელს ათჯერ მეტი ტურისტი ჩამოვიდა, ვიდრე ასლან აბაშიძის დროს. წლის ბოლომდე კი კიდევ დიდი დროა“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე შეფასებით, ვიღაცას ასლანისდროინდელი ჩაჟამებული, გაუბედურებული ბათუმი ენატრება. საქართველოს მთავრობა კი ცდილობს, ასეთი ტერიტორიები სიღარიბეს გამოსტაცოს.

პრეზიდენტის განცხადებით, ბათუმში ჯერ ტურისტული ზოლი ვითარდება, შემდეგ კი ტურისტებისთვის ახალი სასტუმროები შენდება.

სააკაშვილის განცხადებითვე, პიაცის „ბუტიკ-სასტუმროს“ ავეჯი მთლიანად ბათუმში მოქმედი კომპანიის მიერაა დამზადებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა