„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს მცხეთის, დუშეთისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
როგორც „ნიუსპრესს“ მმართველი პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, მცხეთის მაჟორიტარობისთვის ანდრო კალანდაძე იბრძოლებს, დუშეთში „ნაციონალების“ კანდიდატი ზურაბ ოტიაშვილი, ხოლო დედოფლისწყაროში - ყოფილი სპორტსმენი ზაზა კედელაშვილი იქნება.
მაჟორიტარი კანდიდატები ამომრჩეველს პირადად პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ წარუდგინა.
ანდრო კალანდაძე ამ დრომდე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ოტიაშვილი - დუშეთის საკრებულოს წევრი იყო.

















