logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე": ესენი არიან ფსევდო პატრიოტული, ფსევდო დასავლური, დემოკრატიასთან შეუთავსებელი ძალა
მამუკა მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე": ესენი არიან ფსევდო პატრიოტული, ფსევდო დასავლური, დემოკრატიასთან შეუთავსებელი ძალა
11:46 19.07.2019
„ესენი არიან ფსევდო პატრიოტული, ფსევდო დასავლური, დემოკრატიასთან შეუთავსებელი ძალა. თავის დროზე დემოკრატიასთან მათ მოქმედებებს საერთო არაფერი ჰქონდა“ -განაცხადა ტელეკომპანია „იმედის თოქშოუში „პირისპირ“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის ატყუებდა ადამიანებს, რომ ისინი არიან დასავლური ღირებულებების გამტარებლები, მაგრამ მათი საქმე - როგორ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი 2008 წლის ნოემბერში, დღეს როგორ მოქმედებენ, როგორ პროვოკაციებზე მიდიან, გვრჩება ხელში არა დასავლური, არა ეროვნული, არა ქართული არამედ ოკუპანტი ძალის სასარგებლო შედეგი.

„მე, თქვენ, საზოგადოებამ ხომ შედეგებით უნდა განვსაზღვროთ ადამიანის მოქმედება, თუ შედეგი არ არის პროდასავლური, დასავლური, თუ შედეგი არ არის ეროვნული, მაშინ რომელ დასავლურობაზე ვლაპარაკობთ? საზოგადოებამ აქედან უნდა გამოიტანოს სწორი დასკვნები. შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომა და ხარვეზია, ბევრი გამოწვევაა, სიღარიბიდან დაწყებული უმუშევრობით გაგრძელებული, ამის პარალელურად შენ პროვოკაციულ მოქმედებით პირდაპირ მტრობ ამ ქვეყანას. საზოგადოებამ აქაც რეალური და გონივრული დასკვნები უნდა გამოიტანოს. ამ ფონზე, როდესაც მართლა ძალიან ბევრი საქმე კეთდება, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, ჯანდაცვის სფეროში ძალიან ბევრი წარმატება გვაქვს, საერთაშორისო ასპარეზზე დასავლური კუთხით, მათთან პარტნიორობის კუთხით პესპექტივების კუთხით ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ხელშესახები წარმატებები გვაქვს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე ნაციონალებს ლოგიკასაც უწუნებს.

„საოცარი ლოგიკა აქვთ - „ჩვენს დროს იყო ყველაფერი ცუდი, ახლა „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს და ჩვენ უნდა მოვიდეთ. შეცდომებს არქმევენ დანაშაულებს, აღიარებენ და ამბობენ - „ჩვენ დროს იყო ყველაფერი ცუდი, გამოხატვის თავისუფლება არ იყო, ჩვენ უნდა შეცვცვალოთ ხელისუფლება, და იგივე არ უნდა მოხდეს, ანუ ჩვენ რასაც ვაკეთებდით ის აღარ უნდა მოხდეს. ამ ლოგიკაზე სერიოზულად საუბარიც არ შეიძლება“-აღნიშნა დეპუტატმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა