logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
10:48 19.07.2019
საქართველოს დელეგაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით 13-19 ივლისს ნიუ-იორკში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში (HLPF) მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული ფორუმის მთავარი თემა იყო „მოქალაქეთა გაძლიერება, ინკლუზიურობისა და თანასწორობის უზრუნველყოფა“. HLPF-ის ფარგლებში, გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასთან დაკავშირებით 47-მა ქვეყანამ ეროვნული ანგარიში წარადგინა.

ფორუმის მინისტერიალის დონეზე გამართულ გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მოხსენებით წარსდგა და ქვეყნის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი შეაჯამა.
მოხსენებაში აქცენტი გაკეთდა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ანგარიშვალდებული და კორუფციისგან თავისუფალი მმართველობის, ასევე განათლების ხელმისაწვდომობის, გარემოს დაცვისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. მნიშვნელოვანი გზავნილი იყო განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა (მშპ-ის 6% წილი), ასევე საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება.

გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა თემატურ სესიებში, ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებში, სადაც მონაწილე ქვეყნებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა SDGs-ის განხორციელების კუთხით სხვადასხვა საკითხის შესახებ.

ეროვნულ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას საქართველოში მთავრობის ადმინისტრაცია უწევს კოორდინაციას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა