logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტოები დილიდანვე სხვადასხვა ვერსიებს ახმოვანებდნენ, რითაც მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს სტრასბურგის სასამართლოს
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტოები დილიდანვე სხვადასხვა ვერსიებს ახმოვანებდნენ, რითაც მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს სტრასბურგის სასამართლოს
10:42 19.07.2019
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძაობა" სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალების მომცემ გადაწყვეტილებას ელოდებოდა.

„დილით ვერ გაერკვნენ რა ექნათ, ზაალ უდუმაშვილმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალების მომცემ გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ. შეიძლება ვერ წარმოიდგინეს, რომ ასეთი მკაფიო გადაწყვეტილება იქნებოდა, ელოდებოდნენ რომ როგორც ჩვევიათ, ტყუილებით, საზოგადოებას სხვა რამეში დაარწმუნებდნენ“ - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტოები დილიდანვე სხვადასხვა ვერსიებს ახმოვანებდნენ, რითაც მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს სტრასბურგის სასამართლოს. მისივე თქმით, მათ სასამართლოს შეურაცხყოფა სისხლში აქვთ გამჯდარი 2012 წლამდე ქმედებით, ხოლო 2012 წლის შემდეგ - სიტყვით.

„პირველი საოცრება დილითვე მოვისმინეთ, დარტყმა პირდაპირ სტრასბურგის სასამართლოზე და მძიმე შეურაცხყოფა. პირველი ვერსია იყო პუტინის გავლენები, მეორე - ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდვა, რაღაც საოცრებები ილაპარაკეს. შემდეგ ეტყობა მიხვდნენ, რომ სისულელის მიღმა ლაპარაკობდნენ და ვითომ დახვეწეს მესიჯი. დღეს მოვისმინეთ რუსთავი 2-ის ერთ-ერთი იურისტისგან, მე მის კვალიფიკაციაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ რა ქნას თავისი დამკვეთი, თავისი მარწმუნებელი ამ პოზიციაზეა და მან რაღაც პოლიტიკური მესიჯები უნდა გაახმოვანოს. აქეთ ე.წ. ევროპული საქართველოს წარმომადგენლები იმ სისულელეს მიხვდნენ და უფრო მოზომილები იყვნენ, ეს ძალიან აღმაშფოთებელიაო ლამის თქვეს, ასეთი განცხადებები არ შეიძლებაო. არ მგონია, დილითვე გიორგი ბარამიძეს სტრასბურგის სასამართლოს დისკრედიტაცია განეზრახა, შეიძლება განეზრახათ კიდეც ისეთ ასტრალში გავიდა, მაგრამ გეგმა იმისა, რომ მოდი დისკრედიტაცია მოვახდინოთ, არ მგონია გეგმაში ჰქონოდათ, იმიტომ რომ შემდეგ შეცვალეს მესიჯები, ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა შტოებიდან ისევ მადისკრეტირებელი, მაგრამ უფრო ფრთხილი მესიჯები წამოვიდა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა