logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ქართულ-გერმანული ურთიერთობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში"
სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ქართულ-გერმანული ურთიერთობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში"
16:35 18.07.2019
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ქართულ-გერმანული ურთიერთობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში - როგორ შევაჯეროთ მოლოდინები“.

სოფიო ქაცარავამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, საქართველო-გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო, ორმხრივ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. ხაზი გაუსვა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ინსტიტუციურ, დემოკრატიულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობას, რომელიც წევრ ქვეყნებს სთავაზობს კონკრეტულ ინსტრუმენტებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

„ასეთი დისკუსიების გამართვა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის გვაძლევს საშუალებას უკეთ შევაფასოთ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობები, ის მხარდაჭერა რაც მათგან მოდის და გამოწვევები, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ეს დაგვეხმარება, რომ არსებული გამოწვევები შესაძლებლობებად გარდავქმნათ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დისკუსიის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის პოზიციები ისეთ საკითხებზე, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებს, ნატოსკენ სწრაფვას და ევროპული ინტეგრაციის პროცესს უკავშირდება.

დისკუსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, „გერმანიის ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენელმა საშა ტერნესმა, ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის წარმომადგენელმა სტეფან მეისტერმა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ და ევროპის პოლიტიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი ვიქტორია პალმმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა