„ყოველმა ჩვენგანმა გულწრფელად უნდა უპასუხოს შეკითხვას: მე ვარ ქართველი და მაშასადამე
ვარ ევროპელი, თუ მე ვარ ქართველი, წინაპრების ტრადიციების მატარებელი?“ -ამბობს „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ადამია.
რა არის ის, რასაც ხელისუფლება უნდა აკეთებდეს არსებული პრობლემების გადასაჭრელად? ადამია პასუხობს:
“პროპაგანდით. ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების გულისა და გონებისათვის ბრძოლა ახლა ინტერნეტსა და ტელევიზორებშია გაჩაღებული, იქ კი თვითქმის ყველგან პროპაგანდაა. საქართველოში ტელევიზორი რომ ჩავრთოთ, რას დავინახავთ? სად არის ქართული კულტურა? სად არის ჩვენი ფასეულობები? ცდილობენ, ისინი დაივიწყონ. ოჯახის, ფესვებისა და ტრადიციების გარეშე დარჩენილ გლობალისტურ საზოგადოებაში ისინი ხომ არავის სჭირდება. ამიტომ, ცხადია, პროპაგანდით უნდა დავიწყოთ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ცხოვრების ჯანსაღი წესის, ოჯახური ღირებულებების, ნებისმიერი ნაბიჯის საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროპაგანდით. უნდა გვახსოვდეს, რა გვაერთიანებს ყველა ქართველს, მიუხედავად იმისა, თუ სად ვცხოვრობთ. ჩვენმა ერმა თავისი ღირსება, ენა, კულტურა და ჯვარი მრავალ საუკუნესა და ომს გამოატარა. წარსულის გარეშე მომავალი ვერ იარსებებს. ჩვენ გავძელით და გადავრჩით, შევინარჩუნეთ საკუთარი ცხოვრების წესი, ტრადიციები და რწმენა. ნებისმიერი მოვლენის შეფასებისას მთავარი საზომი ჩვენი პატრიოტიზმი და სიამაყეა” - აცხადებს დავით ადამია.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე - https://www.primetime.ge/news/1563367867-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

















