logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" შემოუძღვა რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ, ტურისტი კი არა, რუსი ჯარისკაცი უნდათ, რომ შემოვიდეს
ბიძინა ივანიშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" შემოუძღვა რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ, ტურისტი კი არა, რუსი ჯარისკაცი უნდათ, რომ შემოვიდეს
14:10 17.07.2019
ოკუპაციაში ლომის წვლილი მიუძღვის „ნაციონალური მოძრაობას“, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს და დღესაც ასე უნდათ, ტურისტი კი არ უნდათ, შემოვიდეს, უნდათ, რუსი ჯარისკაცი შემოვიდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

„ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, ჩამოდის დიდი რაოდენობით. იმ ძირითად პრობლემაში, რასაც ჰქვია ოკუპაცია, ლომის წვლილი ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს. დღესაც ასე უნდათ, ტურისტი კი არ უნდათ, შემოვიდეს, რუსი ჯარისკაცი უნდათ, რომ შემოვიდეს. ამას აკეთებენ, ამისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს. იმ ოკუპაციაშიცლომის წვლილია. რომ არა მათი დაუდევრობა, მათი ღალატი, მათი ქცევა, რუსი ჯარი ვერ შემოვიდოდა საქართველოში 2008 წელსაც“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ამით ის არ ამართლებს საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლას და ამას არანაირი გამართლება არ აქვს.

„არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსის ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. „ქართული ოცნებიდან“ ჩვენ ყველანი ვიყენებთ ტერმინს, რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი, მაგრამ ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ. დღეს რომ გულზე იხატავენ „არა ოკუპაციას“, ესენი ვის ეუბნებიან არა ოკუპაციას? მათ მოახერხეს ქართული ტერიტორიების ოკუპირება. „არა ოკუპაციას“ როდესაც იხატავენ გულზე „ქართული ოცნების“ წევრები, მათ უნდა მოსთხოვონ პასუხი ამაში „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ოკუპაცია მომხდარიყო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან სავაჭრო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებსა და რუსი ტურისტების საქართველში შემოსვლაზეცისაუბრა.

„ის, რომ რუსი ტურისტი შემოდის, სწორედ რუსი ტურისტი, ის, რომ ვაჭრობა გვაქვს და სავაჭრო ურთიერთობები უნდა გვქონდეს, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ მოვახერხოთ და პოლიტიკოსების მიერ დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა, რაც აუცილებელია. ეს ყველაფერი არის საჭირო, რათა მოვახერხოთ, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და ნორმალური ურთიერთობა დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოსთან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა