logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გოგა ხაინდრავა: როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" 20-21 ივნისს საოკუპაციო ჯარს ქართული პოლიციის სახით ებრძოდა
გოგა ხაინდრავა: როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" 20-21 ივნისს საოკუპაციო ჯარს ქართული პოლიციის სახით ებრძოდა
12:45 17.07.2019
ის,რომ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის წინ ებრძვის ოკუპაციას, ამას ადასტურებს ნიკანორ მელიას პოსტი, სადაც იგი წერს, რომ "არავის არ მოსვლია შეტაკება სპეცრაზმთან,ისინი წარმოადგენდნენ საოკუპაციო რეჟიმს, ისინი ემსახურებოდნენ რუსეთს ფედერაციას" - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" 20-ში 21-ში საოკუპაციო ჯარს ებრძოდა ქართული პოლიციის სახით.

"როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" 20-ში 21-ში საოკუპაციო ჯარს ებრძოდა ქართული პოლიციის სახით, ამიტომ ასე ვთქვათ, მათი ძალისხმევა დაგვირგვინდა წარმატებით, უკუაქციეს საოკუპაციო ჯარი, იმიტომ რომ ახლა თვითონ არიან იქ გამაგრებულები .

ეს ძალიან სახიფათა საქართველოსთვის და ყოველთვის სახიფათო იყო. აბსოლუტურად ნათლად ვხედავთ ყველანი და ყველამ ვიცით უკვე რასთან გვაქვს საქმე და ვისთან გვაქვს საქმე და რას წარმოადგენენ ეს ძალები.

მე სპეციალურად ამოვკრიბე გამონათქვამები , მათი პოზიციები საქართველოსადმი, საქართველოს წარსულისადმი, მისი აწმყოსადმი,  მისი მომავლისადმი. ლევან ბერძენიშვილმა ბრძანა - "იაკობ გოგებაშვილის დედაენის აღდგენა სკოლებში არის მავნებლობა, ნიკა გვარამიამ ღვინოში და წყალში ჩაგვიფსა და ამასთან დაკავშირებით გაუგებრობაშია, რომ არ მოეწონა ეს ქართველ ხალხს " - განაცხადა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავა "რუსთავი 2"-ის თემასაც შეეხო და რამდენიმე ფაქტი გაიხსენა.

"მინდა გაგახსენოთ, თავის დროზე , როდესაც ძალიან დიდი უბედურება დაატყდა საქართველოს, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სახით, "რუსთავი 2"  სიუჟეტს აკეთებდა და მთელმა საქართველომ მოისმინა, ძლივს ჩამქრალ ხანძარზე როგორ თქვა ამ ტელევიზიის წარმომადგენელმა, ჩაქრა მაგის დედაო და ა.შ. კიდევ ერთი მაგალითი საჯაროდ ცნობილი - კანდელაკი, მაშინ როდესაც ევროკავშირის ერთერთ სხდომაზე ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას იღებდნენ, დადიოდა და ევროპარლამენტარებს ეუბნებოდა, რომ საქართველოსთვის ვიზა- ლიბერალიზაცია არ უნდა მიეცათ. აი ამ ხალხთან გვაქვს საქმე. მადლობა ღმერთს, რომ ნელ-ნელა ეს დაპყრობილი სივრცე ამ სიცრუით, სიყალბით, ცილისწამებით, ანტიქართული ჟღერადობით ,ანტისახელმწიფოებრივი აზროვნებით და დამოკიდებულებით ნელ-ნელა იხსნება. იმიტომ რომ, ეს მოჯადოებული სივრცე ,რომელსაც წარმოადგენს გვარამიას მსგავსი სუბიექტები და ამას აყოლილია პრესის დიდი ნაწილი.

ეს არის დიდი კასტა, რომლის ამოცანაა დაინგრეს ეს ქვეყანა, დაიწვას ეს ქვეყანა, ეს ქვეყანა გახდეს მონა იმ ძალების, ვინც მათ აფინანსებენ , ფულს აძლევენ და ეს არ არის მტრული სახელმწიფოების ნამოქმედარი, ძალიან ხშირად ესენი წარმოადგენენ იმ სახელმწიფოებს, რომელთანაც ძალიან მეგობრული ურთერთობები გვაქვს. ეს ძალები არსებობენ, ეს ძალები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლების სადავეები საქართველოში და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არ დამშვიდდეს.

ამის უკანასკნელი მაგალითია ე.წ. კვლევა IRI-ს ,სადაც ნახსენებია, რომ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი საქართველოში ყოფილა ბატონი ბაქრაძე, რომელიც 2008 წელს ამავე დროს იყო წინამძღოლი სამხედრო ძალების და მოუწოდებდა ქართულ საზოგადოებას ,რომ დანა-ჩანგლით დაპირისპირებოდა ოკუპანტს. ეს არის რეალური სურათი, სამწუხარო სურათი, მაგრამ მადლობა ღმერთს ეს ადამიანები არიან ძალიან პატარა ჯგუფი ,აქვთ შესაძლებლობები, გააჩნიათ საკუთარი პრესა , არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქმნიან ფონს სახალხო აღშფოთების, თუმცა ეს სახალხო აღშფოთება არსად არ ჩანს, არც რუსთაველზე არ ჩანს იმიტომ, რომ ის პერფორმანსი ,რასაც ჩვენ ვუყურებთ გასაგებია, რასაც წარმოადგენს .

იქ მუშაობენ მომიტინგეებად რამდენიმე ადამიანი ,ერთ-ერთი მაქარაშვილი, რომელიც ახლა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი გახდა და ეტყობა მაგან გავრილოვის ჩამოსვლასთნ ერთად აღმოაჩინა და გაიგო, რომ საქართველო ოკუპირებულია და 1801 წლიდან რომ ხდება ეს ოკუპაცია და არცერთი დღე რომ არ შეწყვეტილა ეს არ იცოდა, გავრილოვმა მოიყვანა აზრზე და თანაც ეს არის ადამიანი ,ვინც რუსული პარტიის პრეს-სპიკერი იყო, გორჩაკოვის ფონდში დადიოდა ძალიან ხშირად მოსკოვში და ფოტოებიც არსებობს და შეგიძლიათ სოციალურ ქსელში ნახოთ ეს ყველაფერი და ეხლა აღმოაჩინა ,რომ თურმე საქართველო არის ოკუპირებული.

იქ არიან ადამიანები,რომლებიც ახალგაზრდებად მუშაობენ, ტელეწამყვანების და პოლიტიკური ლიდერების შვილები, რომლებიც განასახიერებენ ახალგაზრდულ აღშფოთებას. რეალობა არის სულ სხვა და ამ რეალობას ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ" - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა