logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
09:40 17.07.2019
ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ოგთაი ასადოვთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებში საკანონმდებლო ორგანოების და საპარლამენტო დიპლომატიის როლი.

სოფიო ქაცარავამ პარლამენტის თავმჯდომარესთან განიხილა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის საქმიანობა, მისი მნიშვნელობა და ფორმატის სამომავლო მიზნები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ კონფლიქტებს და მათი გადაჭრის გზებს. ოგთაი ასადოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და მაღალი შეფასება მისცა ფორმატის მუშაობას. მანვე გამოთქვა სურვილი, რომ აღნიშნული ფორმატი კიდევ უფრო გააქტიურდეს და გაფართოვდეს, რაც ხელს შეუწყობს სამი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების პარტნიორობის უფრო მეტად გაძლიერებას და ახალი მიზნების მიღწევას.

"გვქონდა საინტერესო შეხვედრა მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, სადაც ყურადღება გავამახვილეთ საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე და სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის მნიშნელობაზე. სამივე მხარე ვთანხმდებით, რომ ეს ფორმატი არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საპარლამენტო განზომილებაში განვიხილოთ ყველა ჩვენთვის აქტუალური საკითხი და ერთიანი მიდგომით ხელი შევუწყოთ რეგიონის განვითარებასა და სტაბილურობას” - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ასევე შეხვდა მილი მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს და განიხილა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მიმართულებები, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოების კავშირების გაძლიერება მეგობრობის ჯგუფების თანამშრომლობის გზით.

შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის წევრი - რამაზ ნიკოლაიშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ზურაბ პატარიძე.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა