logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო
არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო
09:42 17.07.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, არჩილ თალაკვაძე შეხვედრებს სენატორებთან და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში იღებს მონაწილეობას, სადაც დემოკრატიის განმტკიცებაში, პარლამენტის წევრების როლზე ისაუბრებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ძირითადი თემები დაასახელა, რომლებზეც შეხვედრებისას გამახვილდება ყურადღება.

„მთავარი საკითხებია დემოკრატიული რეფორმები, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს მიმართ ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც ახლა ასე მნიშვნელოვანია. ვისაუბრებთ საკონსტიტუციო რეფორმასა და არჩევნებზე. ასევე, ვიმსჯელებთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ოკუპაციაზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

საქართველომ აირჩია სწორი, მაგრამ რთული გზა, რომ ჰქონდეს წარმატებული დემოკრატიული სისტემა გამოწვევებით და სირთულეებით სავსე რეგიონში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა აუცილებელია შემდგომი პროგრესისთვის.

ვფიქრობ, ეს სამუშაო ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს წაადგება და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს პარლამენტსა და კონგრესს შორის თანამშრომლობას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვაშინგტონში იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, რომელიც დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმზე პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრებს.

„ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკური პოლარიზების კუთხით საკმაოდ ცუდი გამოცდილება გვაქვს. ბევრი ნეგატიური ემოცია დაგროვდა როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე, მთლიანად საზოგადოებას შორის. ეს მძიმეა ნორმალური პოლიტიკური განვითარებისთვის, რომელიც თანამშრომლობაზე უნდა იყოს აწყობილი და არა დაპირისპირებაზე“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტისას გამართულ ყველა შეხვედრას საკუთარი მიზანი აქვს.

„სენატორებთან შეხვედრების მთავარი ამოცანაა, სენატში დარეგისტრირდეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი და ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანომ ეს კანონი ორივე პალატის დონეზე, წლის განმავლობაში მიიღოს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა