უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისიის სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახალხო დღესასწაულებზე დასწრებისას კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მმართველი პარტიის მხარდამჭერების გაყოფის საკითხი დააყენა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა, რომ სახალხო და რელიგიურ დღესასწაულებზე, მაგალითად როგორიცაა - „დიდგორობა“ ამ ორი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს უნდა შეიკრიბონ.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ხალხის გაყოფას და არ მიგვაჩნია სწორად საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე დროის მითვისება და ადგილის „დაბევება“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მსგავსი სახის ღონისძიებებში.

















