logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავამ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
სოფიო ქაცარავამ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
09:48 16.07.2019
სოფიო ქაცარავას ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ხელმძღვანელობით გაიმართა სამმხრივი საპარლამენტო შეხვედრა, სადაც მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი თანამშრომლობის საკითხები და არსებული გამოწვევები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონის უსაფრთხოებაზე და ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს ენერგეტიკული და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

სოფიო ქაცარავამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სამ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მაღალი დონის სტრატეგიულ ურთიერთობებზე და ისაუბრა პარლამენტის როლზე ამ კავშირების განმტკიცებაში.

სოფიო ქაცარავამ ასევე, ისაუბრა რეგიონის სტაბულურობაზე, განვითარებასა და მშვიდობაზე, რაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს სამივე ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას და საერთო მიზნებისკენ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოების დონეზე.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა კვლავ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და მაღალი შეფასება მისცეს სამმხრივ საპარლამენტო ფორმატს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მონაწილე ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაში.

"უკვე მეორე წელია ვატარებთ ამ ფორმატს, რომელიც საუკეთესო პლატფორმაა სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ჩართულობით, საერთო საკითხებისა და გამოწვევების, ასევე თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განსახილველად. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდოთ, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ფორმატის განვითარებასა და გაფართოებაზე. მომავალ წელს ვგეგმავთ მორიგი შეხვედრის ჩატარებას და წლის განმავლობაში ფორმატის ფარგლებში ერთობლივად მიღწეული შედეგების განხილვას.“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის წევრი - რამაზ ნიკოლაიშვილი.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა